სააპელაციო სასამართლოს პასუხი ცნობილია — ლიონი ლიგა 1-ში რჩება! ფრანგულმა კლუბმა საჭირო ფინანსური გეგმა წარმოადგინა, რაც სრულიად საკმარისი აღმოჩნდა იმისთვის, რომ საფრანგეთის ფეხბურთის ასოციაციის დასკვნა გაუქმებულიყო.
შეგახსენებთ, საფრანგეთის ფეხბურთის ასოციაციამ ლიონი ლიგა 2-ში ფინანსური პრობლემების გამო დააქვეითა, თუმცა ამის მიუხედავად, ფრანგულმა კლუბმა ისეთი ფინანსური გეგმა წარმოადგინა, რამაც ზემოხსენებული გადაწყვეტილება შეცვალა.
ამ გადაწყვეტილების შემდეგ, ლიონი ევროპა ლიგაზე ასპარეზობას უპრობლემოდ შეძლებს.









