სენაკის სპორტის სასახლეში საქართველოს ჩემპიონატი გაიმართა კუდოში. შეჯიბრში საქართველოში არსებული კუდოს კლუბების სპორტსმენებმა მიიღეს მონაწილეობა.
2025 წლის საქართველოს ჩემპიონატზე თბილისის სამმა, წელენჯიხისა და ზუგდიდის ორ-ორმა, ამბროლაურის, ტყიბულის, გორის, დმანისის, გრემის, მარტვილის, ახალციხისა და სენაკის გუნდებმა მიიღეს მონაწილეობა.
საქართველოს ჩემპიონატი სხვადასხვა ასაკსა და კატეგორიაში ჩატარდა.
ტურნირის მსაჯთა შორის იყვნენ გამოცდილი ქართველი კუდოისტები ევროპის ჩემპიონები და პრიზიორები, მარი ნანავა, ლევან დარასელია, ვასილ დვალაძე, გიორგი ჟვანია, ზუკა მიქავა და საბა მაქაცარია.
შეჯიბრს მსოფლიოს სამგზის ჩემპიონი კიკბოქსინგში დავით ქირია დაესწრო, რომელიც "დავით ქირიას საბრძოლო ხელოვნებების აკადემიის" დამფუძნებელი და მთავარი მწვრთლია. აღნიშნული კლუბის კუდოისტებმა საქართველოს ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზეს.
გამარჯვებულებსა და საპრიზო ადგილებზე გასულ კუდოისტებს, თასები მედლები და სიგელები გადაეცათ.
გუნდურ ჩათვლაში ზუგდიდის კუდოს კლუბმა “კოლხეთმა” გაიმარჯვა. მთავარი მწვრთნელის, რომეო გაბლაის ხელმძღვანელობით , “კოლხეთის” კუდოისტებმა 21 მედალი მოიპოვეს, 11 ოქრო,5 ვერცხლი 5 ბრინჯაო.









