International Socca Federation-ის მიერ ორგანიზებულ 6x6 ფეხბურთის ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს მასტერ ლიგის ნაკრებმა ჯგუფური ეტაპი წარმატებით დაძლია და 1/8 ფინალის საგზური მოიპოვა. საქართველოს ნაკრები E ჯგუფში საფრანგეთის, საბერძნეთისა და ნიდერლანდების ნაკრებების წინააღმდეგ ასპარეზობდა და 5 ქულით ჯგუფში მეორე ადგილი დაიკავა.
ჩვენმა გუნდმა კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ ქართული სამოყვარულო ფეხბურთი იზრდება, ვითარდება და საერთაშორისო ასპარეზზეც კონკურენტუნარიანია. მერვედფინალში საქართველოს მასტერ ლიგის ნაკრებს ურთულესი გამოცდა ელის , ჩვენი გუნდი მოქმედ ევროპის და მსოფლიოს ჩემპიონს, პოლონეთის ნაკრებს დაუპირისპირდება. ეს იქნება მატჩი ხასიათის, ბრძოლის და იმ ფეხბურთის, რომელსაც Master League წლებია ქმნის.
განსაკუთრებული მადლობა საქართველოს მასტერ ლიგის ნაკრების გენერალურ სპონსორს Aptos, რომელიც ქართული ფეხბურთის და ჩვენი ეროვნული პროექტების მხარდაჭერაში მნიშვნელოვან როლს ასრულებს









