ლა ლიგის მე-15 ტურში ვილიარეალმა საკუთარ კედლებში მიიღო ხეტაფე, რომელიც ანგარიშით 2:0 დაამარცხა. მასპინძლების მხრიდან მეორე ბურთი გიორგი მიქაუტაძემ შეაგდო. ეს იყო ახალგაზრდა ფორვარდის პირველი გოლი პრიმერა დივიზიონში 4 ოქტომბრის შემდეგ. ბოლოს ქართველმა შემტევმა მადრიდის რეალის კარი აიღო.
გამოსარჩევია ისიც, რომ "ყვითლების" თავდამსხმელმა მატჩი დაიწყო სასტარტო შემადგენლობაში, რაც უკანასკნელ ხუთ თამაშში პირველად მოხდა. როგორც ვხედავთ, "სუბმარინას" მე-9 ნომერმა ძირითადში დაბრუნება გოლით აღნიშნა. ეს იყო ახალგაზრდა ფორვარდის რიგით მე-5 ბურთი სერამიკას ბინადრების მაისურით.









