მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატზე მანჩესტერ სიტიმ ვიდად კასაბლანკა 2:0 დაამარცხა. გამარჯვებული გუნდის მხრიდან გოლები ფილ ფოდენმა და ჟერემი დოკუმ შეაგდეს. აღსანიშნავია, რომ "ქალაქელთა" შემადგენლობაში სადებიუტო შეხვედრა ჩაატარეს ახალწვეულებმა: ტიჯანი რეინდერსმა და რაიან შერკიმ.
აქვე დავამატებთ, რომ პეპ გუარდიოლას გუნდის მოწინააღმდეგეები საკლუბო მსოფლიო ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპზე იუვენტუსი და ალ-აინი იქნებიან.
მანჩესტერ სიტი 2:0 ვიდად კასაბლანკა
გოლები: 1:0 ფილ ფოდენი 2', 2:0 ჟერემი დოკუ 42'.









