Kinkladze Grassroots Cup Georgia თბილისში მეორედ ჩატარდა. საფეხბურთო ტურნირი ახალგაზრდა ფეხბურთელების განვითარებისა და ხელშეწყობის მიზნით, ქინქლაძის ფონდისა მხარდაჭერითა და Grassroots Cup Georgia-ს ორგანიზებით, 7-11 წლამდე ბავშვებს შორის “ინტერის” აკადემიის მოედნებზე გაიმართა.
შეჯიბრება 6 დღის განმავლობაში 5 სხვადასხვა ასაკობრივ კატეგორიაში (U7, U8, U9, U10, U11) მიმდინარეობდა. ტურნირში საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან 98 გუნდი მონაწილეობდა.
გამარჯვებულები და პრიზიორები:
U11 - 1-ვიკინგები; 2-ვაზისუბანი; 3-იბერია1999
U10 - 1-ინტერის აკადემია; 2- ვაზისუბანი; 3- ავაზა
U9 - 1-ზეკარი; 2-გრანდი; 3-ვაზისუბანი;
U8 - 1-სელერო; 2-ვაზისუბანი; 3-დელფინები;
U7 - 1-შევარდენი; 2-ბასკი; 3-ზეკარი.
Kinkladze Grassroots Cup Georgia-ს გამარჯვებულები და პრიზიორები, ლეგენდარულმა ქართველმა ფეხბურთელმა გიორგი ქინქლაძემ SMH Sports-ის დამფუძნებელმა, ლაშა მაჭავარიანმა, მანჩესტერ სიტის ყოფილმა დირექტორმა, კრის ბერდმა და ინტერის აკადემიის მწვრთნელმა, გოგიტა გოგუამ დააჯილდოვეს. გამარჯვებულებსა და საპრიზო ადგილებზე გასულ გუნდებს, ასევე სხვადასხვა ნომინაციაში საუკეთესო ფეხბურთელებს, თასები, მედლები და სპონსორებისგან საჩუქრები გადაეცათ. გამარჯვებულებს ქინქლაძის ფონდმა გადასცა Hubs.ge-ს ვაუჩერები სპორტული ეკიპირების შესაძენად.
ქინქლაძის ფონდისა და Grassroots Cup Georgia-ს თანამშრომლობა საქართველოში ახალგაზრდა ტალანტების ხელშეწყობის, ფეხბურთის მხარდაჭერის, უნარების განვითარებისა და ღირსეულ სპორტსმენად ჩამოყალიბებასთან მიმართებაში თანხვედრას გულისხმობს.
ურთიერთთანამშრომლობა დაფუძნებულია ტურნირის მონაწილეთათვის უნიკალური გამოცდილების შექმნაზე, შეჯიბრების საჭირო რესურსით უზრუნველყოფაზე, მოედანსა და მის მიღმა ახალგაზრდა ფეხბურთელებისთვის შესაძლებლობების მიცემაზე.
ლეგენდარულმა ქართველმა ფეხბურთელმა და ქინქლაძის ფონდის თანადამფუძნებელმა, გიორგი ქინქლაძემ ტურნირის შესახებ ისაუბრა:
"მოხარული ვარ, რომ წელს უკვე მეორედ ქინქლაძის ფონდის მხარდაჭერით Kinkladze Grassroots Cup Georgia ჩატარდა და მონაწილეთა რაოდენობა შარშანდელთან შედარებით გაიზარდა. რაც უფრო მეტი ადამიანი ჩაერთვება სპორტში უფრო მეტად ჯანსაღი თაობა აღიზრდება მომავალში ჩვენ ქვეყანას გამოადგება. ამ ასაკის ბავშვებში მსგავსი ტიპის ტურნირები მნიშვნელოვნად საჭიროა, რათა შევძლოთ ხალი ტალანტების აღმოჩენა, გამოავლინონ შესაძლებლობები და განავითარონ უნარები. ბავშვებს სჭირდებათ ხელშეწყობა და შესაბამისი პირობები. გამარჯვებულებს ქინქლაძის ფონდმა გადასცა hubs.ge-ს ვაუჩერები სპორტული ეკიპირების შესაძენად. ამ ტურნირზე ბევრი ბედნიერი ბავშვი ვნახე, ვხედავდი თუ როგორი ზეიმი იყო, როგორ უხაროდათ და როგორ იბრძოდნენ, იმედი მაქვს სწორედ ამ ბავშვებში ვიპოვით ახალ ვარსკვლავებს და ესენი იქცევიან ჩვენი ქვეყნის წარმდგენ ფეხბურთელებად მთელ მსოფლიოში. ახალგაზრდა ფეხბურთელებს მინდა ვუთხრა, რომ წარმატება უცილებლად მოვა თავდაუზოგავი შრომით, შრომით და მონდომებით იწყება ყველაფერი. მადლობა მინდა ვუთხრა სპონსორებს, კოკა-კოლას და ყველას, ვინც ამ პროექტს მხარი დაუჭირა."
მანჩესტერ სიტის ყოფილმა დირექტორმა, კრის ბერდმა აღნიშნა, რომ საქართველოში ბევრი ბევრი ნიჭიერ ახალგაზრდა ფეხბურთელი შენიშნა და მათ შეუძლიათ მაღალ დონეზე ითამაშონ:
"ტურნირში ნიჭიერი ახალგაზრდა ქართველი ფეხბურთელები მონაწილეობდნენ. ისინი ძალიან კარგი ფეხბურთელები არიან, ახალგაზრდა ნიჭიერი ფეხბურთელები მინახავს ბრიტანეთშიც, და სტანდარტი რასაც დღეს აქ ვხედავ ისეთივე კარგია. ვფიქრობ, რომ ასეთი ტურნირი რეალური შესაძლებლობაა, აჩვენონ თავიანთი უნარები, ნიჭი და საფეხბურთო შემართება. ვფიქრობ, ახალგაზრდა ქართველებს დიდი მომავალი აქვთ, რათა სერია A-ში, ლა ლიგასა და პრემიერ ლიგაში ითამაშონ."
Grassroots Cup Georgia-ს დამფუძნებელი ზუკა დვალიშვილი, ქინქლაძის ფონდთან თანამშრომლობასა და მორიგი მასშტაბური ტურნირის შესახებ საუბრობს და აცხადებს, რომ აღნიშნული პროექტი პატარა ფეხბურთელებისთვის ახალი შესაძლებლობაა:
ქინქლაძის ფონდი 2024 წელ დაფუძნდა. ფონდის მიზანია, ადგილობრივი და საერთაშორისო საფეხბურთო სპორტული ინიციატივების მხარდაჭერა, რომელიც ხელს უწყობს ბავშვთა და ახალგაზრდების განვითარებას, პროფესიულ წარმატებასა და საზოგადოების ძლიერ წევრებად ჩამოყალიბებას.
Grassroots Cup Georgia 2023 წელს დაარსდა და საქართველოში წამყვანი ახალგაზრდული საფეხბურთო ტურნირია, რომელიც გრასრუტ ფეხბურთის განვითარებასა და ხუთ ასაკობრივ კატეგორიაში (U7, U8, U9, U10, U11) ახალგაზრდებს შორის ღირსეული სპორტული პრინციპების დანერგვას ემსახურება.









