UEFA-მ 13 გუნდი მკაცრად დასაჯა, მათ შორის დინამო თბილისიც

სახელფასო დავალიანების ვადაგადაცილების გამო ევროპის მმართველმა ორგანომ დინამო თბილისი 80 ათასი ევროთი დააჯარიმა, განმეორებით შემთხვევაში სასჯელი კიდევ უფრო მკაცრი იქნება.
მსგავსი მიზეზის გამო, პორტო 1.5 მილიონი ევროთი, ცსკა სოფია 450 ათასი ევროთი, გიმარაეში 200 ათასი ევროთი, ბრაგა და პარტიზანი 40 ათასი ევროთი, გალათასარაი და ბეტისი 30 ათასით, რიგა და აუდა კი 10 ათასი ევროთი დააჯარიმა.
თუ ცსკა სოფია და გიმარაეში ფინანსურ დავალიანებებსა და ლიცენზირების კრიტერიუმების დარღვევას 2 სეზონის განმავლობაში არ გამოასწორებენ, ევროტურნირებიდან მოიკვეთებიან და ბანი დაედებათ.
ასევე, მიღებული იქნა გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც, სოლიგორსკის შახტიორსა და ადანა დემირსპორს ევროტურნირებზე ასპარეზობა აეკრძალათ, რადგან მათ აპელაციის ვადა გაუვიდათ და პრობლემა ვერ მოაგვარეს.
თუ დავალიენებას ზემოთ ჩამოთვლილი კლუბებიც ვერ მოაგვარებენ, დიდი ალბათობით, მათაც იგივე სასჯელი ელით.
შახტიორისა და ადანა დემირსპორის ევროტურნირების ბანი ძალაში შემდეგი სეზონიდან შევა. მათ ასპარეზობა 2025/26-დან 2026/27 წლების ევროტურნირებზე არ შეეძლებათ.








