მანჩესტერ იუნაიტედი უმძიმეს მდგომარეობაშია. ნიუკასლთან მარცხის შემდეგ, გასავარდნ ზონამდე სხვაობა უკვე შვიდ ქულას შეადგენს. კლუბის ლეგენდები პერიოდულად აკრიტიკებენ "წითელი ეშმაკების" ლიდერს, ბრუნო ფერნანდეშს, რომლისთვისაც ისინი კაპიტნობის ჩამორთმევას ითხოვენ.
როი კინი: "ბრუნოს კაპიტნის სამკლაურს ჩამოვართმევდი. ხელების შლისა და წუწუნის მეტს ის არაფერს აკეთებს. უსირცხვილოა! როგორც ფეხბურთელი, ფერნანდეში ბრწყინვალეა, მაგრამ არა როგორც კაპიტანი. მანჩესტერს სხვა ლიდერი სჭირდება".
გარი ნევილი: "უკვე მომბეზრდა ბრუნოს უკმაყოფილება ყველას და ყველაფრის მიმართ. ის მუდმივად წუწუნებს და აკრიტიკებს თანაგუნდელებს, რაც მიუღებელია".
პეტერ შმეიხელი: "კაპიტნობა ჩამოართვეს მაგუაიერს და სამკლაურის გაკეთება ბრუნოს აიძულეს. მას საერთოდ არ უნდოდა ეს ყველაფერი. მანჩესტერის კაპიტნობა არის დიდი პასუხისმგებლობა, რისთვისაც ფერნანდეში მზად არ არის.
ოლე-გუნარ სოლსკიაერი: "ბრუნო კარგი ფეხბურთელია, თუმცა ზედმეტად ფეთქებადი. ის ხშირად კარგავს კონტროლს საკუთარ თავზე. როგორც კაპიტანი, მომწონდა მაგუაიერი, ის ნამდვილი ლიდერია".
აღსანიშნავია ის, რომ ფერნანდეშმა "კაჭკაჭების" წინააღმდეგ შეხვედრა წითელი ბარათის გამო გამოტოვა. მიმდინარე სეზონში ის უკვე მესამედ გააძევეს. იუნაიტედის ბოლო მოთამაშე 3 წითელი ბარათით 1 სეზონში ნემანია ვიდიჩი იყო (2008/09).