დინამო თბილისის 100 წლის იუბილესთან დაკავშირებით, დედაქალაქური კლუბი სოციალურ ქსელში ამსტერდამის აიაქსის მიერ გამოგზავნილ მისალოც წერილს აქვეყნებს.
"ძვირფასო დინამო თბილისო,
აიაქსის დიდი ოჯახის სახელით, გთხოვთ მიიღოთ ჩვენი გულწრფელი მილოცვა თქვენი საკლუბო ისტორიის გამორჩეულ თარიღთან - დინამო თბილისის დაარსებიდან 100 წლის იუბილესთან დაკავშირებით.
ასეთი მნიშვნელოვანი თარიღი არა მხოლოდ კლუბის სპორტულ მიღწევებს აღნიშნავს, არამედ ასახავს მის კულტურულ გავლენას და უდიდეს მნიშვნელობას. დინამო თბილისის მდიდარი ისტორია, ერთგული გულშემატკივრები და სრულყოფილებისკენ დაუღალავი სწრაფვა, კლუბს წარმოაჩენს როგორც ეროვნული სიამაყის ნამდვილ სიმბოლოს.
აიაქსსა და დინამოს აერთიანებთ ტრადიცია - აღზარდონ გამორჩეული ფეხბურთელები და თავისი თამაშით შთააგონონ გულშემატკივართა სხვადასხვა თაობები. ჩვენ გულწრფელად ვაფასებთ თქვენს წვლილს ევროპულ ფეხბურთში და გვჯერა, რომ ჩვენს კლუბებს შორის მეგობრობა, განვითარება და წარმატებები მომავალშიც გაგრძელდება.
გთხოვთ მიიღოთ ჩვენი გულწრფელი მილოცვა. მომავალ საუკუნეს თქვენი კლუბისთვის კიდევ უფრო დიდი გამარჯვებები და დაუვიწყარი მომენტები მოეტენოს.
პატივისცემით,
აიაქს ამსტერდამი."
შეგახსენებთ, 100 წლის იუბილესთან დაკავშირებით,დინამოსა და აიაქსის ლეგენდების მატჩი 19 ოქტომბერს, დინამო არენაზე გაიმართება.
ფოტო: Dinamo Tbilisi.









