მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატი დასრულდა. მაყურებელმა ფინალში ჩელსისა და პარი სენ-ჟერმენის დაპირისპირება იხილა, სადაც ლონდონურმა კლუბმა მეტოქე ყველა კომპონენტში დაჯაბნა და სრულიად დამსახურებულად, 3-0 მოიგო.
მატჩის დასრულების შემდეგ, ფეხბურთელებს შორის ჩხუბი მოხდა, სადაც მონაწილეობა პსჟ-ს მთავარმა მწვრთნელმა ლუის ენრიკემაც მიიღო. ესპანელმა სპეციალისტმა ერთ-ერთ მომენტში ჩელსის ფეხბურთელს ჟოაო პედროს ხელი ჰკრა, რა დროსაც ბრაზილიელი ფეხბურთელი ძირს დაეცა. ეს კადრები კამერებს არ გამორჩენიათ.
იხილეთ ვიდეო

![[VIDEO] ფინალის გიჟური დასასრული — ლუის ენრიკე ჟოაო პედროს ფიზიკურად შეეხო](/_next/image?url=https%3A%2F%2Fge-gz-uploads-471112570717-eu-central-1-an.s3.eu-central-1.amazonaws.com%2Fuploads%2Fposts%2FjlNVzY25dRxhapYhuoMeH9i4mMUxEt7z.webp&w=3840&q=75)







