სპორტინგში ახალი სეზონისთვის მზადება დაიწყეს. ფეხბურთელებმა პრე-სეზონის პირველი ვარჯიში დღეს ჩაატარეს, სადაც მონაწილეობა საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელმა გიორგი ქოჩორაშვილმაც მიიღო. შეგახსენებთ, 26 წლის ფეხბურთელი პორტუგალიურ გრანდში ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის დროს გადაბარგდა. ლოსაბონურმა კლუბმა ქოჩორაშვილის სანაცვლოდ €5.5 მილიონი გადაიხადა.
სპორტინგმა 2024/25 სეზონი პორტუგალიის ჩემპიონატის მოგებით დაასრულა, რითაც ჩემპიონთა ლიგის მომდევნო სეზონის საგზური მოიპოვა.

![[VIDEO] გიორგი ქოჩორაშვილმა სპორტინგთან ერთად ვარჯიში დაიწყო](/_next/image?url=https%3A%2F%2Fge-gz-uploads-471112570717-eu-central-1-an.s3.eu-central-1.amazonaws.com%2Fuploads%2Fposts%2F9aZSCdTsoCWRSaIiV3HeLBshjcIuOBpj.webp&w=3840&q=75)







