რამდენიმე დღის წინ, გამოცდილი პორტუგალიელი სპეციალისტი ჟოზე მოურინიო სამშობლოში დაბრუნდა და ბენფიკას მთავარი მწვრთნელი გახდა.
ახალ გუნდში მისვლიდან მალევე, მოურინიომ თავის ყოფილ შეგირდს, კარიმ ბენზემას დაურეკა და ბენფიკაში გადასვლა შესთავაზა. მოურინიოს მიზანია, ფრანგის გადაბირებაზე ზამთარშივე იმუშავოს.
თავის მხრივ, ბენზემა თავის პოზიციას ჯერ არ აფიქსირებს და გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია. მოგეხსენებათ, ბენზემა საუდის არაბეთში თამაშობს.
მისმა ამჟამინდელმა კლუბმა ალ იტიჰადიმ კარიმს კონტრაქტის გახანგრძლივება 2027 წლამდე შესთავაზა. ბენზემა კი გახანგრძლივებას არ ჩქარობს.
თავისი კარიერის უდიდესი ნაწილი ბენზემამ მადრიდის რეალში გაატარა, სადაც ყველა შესაძლო ტიტული მოიგო, მათ შორის ოქროს ბურთიც.









