1896 წელი, 3 აპრილი, იტალია, მილანი, გაზეთების ჯიხურში ჩნდება ახალი, მწვანე ფერის პერიოდული გამოცემა და მსოფლიო სპორტული მედია ახალი ეტაპის ათვლას იწყებს. დაფუძნებიდან - დღემდე La Gazzetta dello Sport-ს არ გამოუტოვებია არც ერთი მნიშვნელოვანი სპორტული მოვლენა, არის პირველი, აერთიანებს მილიონობით მკითხველს და ყოველთვის არის მსოფლიოს ლიდერ სპორტულ გამოცემებს შორის.
Lagazzetta.ge მსოფლიოს წამყვანი სპორტული მედიის, La Gazzetta dello Sport – ის ქართული ვერსიაა, რომელსაც თქვენამდე მოაქვს ყველაზე აქტუალური და მნიშვნელოვანი სპორტული სიახლეები. იტალიური ფლაგმანი ჩვენს ქვეყანაში ქართული კომპანია SMH Global-ის ინიციატივით გამოჩნდა,
როგორც SMH Global-ის დამფუძნებელი ლაშა მაჭავარიანი აცხადებს, მოლაპარაკებები დაახლოებით ერთი წლის განმავლობაში მიმდინარეობდა და წარმატებით დასრულდა, რის შედეგადაც 2024 წლიდან გამოცემის ქართული ვერსია უკვე ოფიციალურად ჩაეშვა.
ჩვენი რედაქციის ქართული ვარდისფერი ფურცლებიდან საერთაშორისო მედია სტანდარტების შესაბამისად, გაიგებთ ქართულ და საერთაშორისო სპორტულ სიახლეებს, მოგიყვებით გამარჯვებების, გამოწვევების, რეკორდებისა და ქართული სპორტის წარმატების შესახებ.
©️ შპს სპორტს მედია ჰოლდინგი La Gazzetta dello Sport-ის ოფიციალურილიცენზიატი საქართველოში.