წინამდებარე დოკუმენტი წარმოადგენს შპს „სეტანტა სპორტს მედია“-ს (ს/ნ: 400231806) (შემდგომში „ჩვენ“) კონფიდენციალურობის პოლიტიკას (შემდგომში “პოლიტიკა”), რომელიც გამოქვეყნებულია ჩვენს ვებგვერდზე www.lagazzetta.ge (შემდგომში “ვებგვერდი”).
ვებგვერდის მეშვეობით ჩვენ გთავაზობთ მომსახურებას, რომლის მისაღებად აუცილებელია ვებგვერდზე დარეგისტრირება და თქვენი პერსონალური მონაცემების მითითება. ვებგვერდით სარგებლობისას პერსონალური მონაცემების დამუშავების პირობები განსაზღვრულია წინამდებარე პოლიტიკით. ვებგვერდზე შემოსვლით თქვენ ეთანხმებით წინამდებარე პოლიტიკას. თუ თქვენ არ ეთანხმებით წინამდებარე პოლიტიკას, არ განაგრძოთ ვებგვერდით სარგებლობა.
• მონაცემთა შეგროვება და შეგროვების მიზანი
როდესაც თქვენ შემოდიხართ ვებგვერდზე, ვებგვერდი ავტომატურად აგროვებს ინფორმაციას თქვენი ვიზიტის შესახებ, რაც მოიცავს: თქვენს IP მისამართს, ვიზიტის დროს, მოწყობილობის ტიპს და ბრაუზერის ტიპს. ასევე, ვაგროვებთ თქვენ პერსონალურ ინფორმაციას, რომელსაც გადმოგვცემთ, როდესაც რეგისტრირდებით ვებგვერდზე და რეგისტრაციისთვის შეგყავთ თქვენი პერსონალური მონაცემები, როგორიცაა: სახელი და გვარი, ელ. ფოსტის მისამართი და ტელეფონის ნომერი.
თუ თქვენ მოგვაწოდებთ თქვენს პერსონალურ მონაცემებს ჩვენი სარეგისტრაციო ფორმის მეშვეობით, იმისათვის რომ მიიღოთ ჩვენი მომსახურება, თქვენ პირდაპირ აცხადებთ თანხმობას მასზედ, რომ შევინახოთ და გამოვიყენოთ აღნიშნული მონაცემები.
თქვენი მონაცემების გამოყენება მოხდება შემდეგი მიზნით:
• მომავალში თქვენი, როგორც მომხმარებლის იდენტიფიკაციისათვის;
• თქვენთან დასაკავშირებლად;
• თქვენი შეკითხვების დამუშავებისთვის;
• ვებგვერდის ტექნიკური ადმინისტრირების და მისი კვლევის მიზნებისთვის;
• ჩვენი მომსახურებისა და პროდუქტების შესახებ ინფორმაციის მოსაწოდებლად;
• გათამაშებებში მონაწილეობისთვის.
• დამუშავების ფორმა
ჩვენ თქვენს პერსონალურ მონაცემებს დავამუშავებთ ავტომატური საშუალებებით, კერძოდ, ინფორმაციული ტექნოლოგიების გამოყენებით, უფრო კონკრეტულად, ჩვენ შესაძლოა განვახორციელოთ ერთი ან ყველა ჩამოთვლილი ქმედება:
• შევაგროვოთ და შევინახოთ თქვენი პერსონალური მონაცემები;
• დავაორგანიზოთ და ცალკეულ კატეგორიებად დავაჯგუფოთ პერსონალური მონაცემები.
• მონაცემთა უსაფრთხოება და მათი დაცვის ზომები
ჩვენ ვიყენებთ ტექნოლოგიური და ორგანიზაციული უსაფრთხოების ზომებს, რათა დავიცვათ თქვენი პერსონალური მონაცემები შემთხვევითი ან განზრახ დაკარგვისგან ან განადგურებისგან ან არაუფლებამოსილი პირების მხრიდან წვდომისგან. ჩვენ მუდმივად ვანახლებთ ჩვენი უსაფრთხოების ზომებს ტექნოლოგიური განვითარების შესაბამისად.
ვიძლევით გარანტიას, რომ თქვენ პერსონალურ მონაცემებთან წვდომა ექნებათ მხოლოდ ისეთ უფლებამოსილ პირებს, რომლებიც შეძლებენ მიიღონ შესაბამისი ტექნიკური და ორგანიზაციული ზომები იმგვარად, რომ დამუშავება შეესაბამებოდეს მოქმედ პერსონალურ მონაცემთა დაცვის მოთხოვნებს და უზრუნველყოფდეს მონაცემთა სუბიექტის უფლებების დაცვას. უფლებამოსილი პირები პერსონალურ მონაცემებს ამუშავებენ მხოლოდ ჩვენი დოკუმენტური მითითებების შესაბამისად.
• მონაცემთა შენახვის ვადა
ჩვენ ვამუშავებთ და ვინახავთ პერსონალურ მონაცემებს იმ ვადით, რაც საჭიროა დამუშავების მიზნის მისაღწევად, ან იმ ვადით და იმ მოცულობით, რაც სავალდებულოდ დადგენილია კანონით ჩვენ მიერ ამგვარი მონაცემების დამუშავების ან/და შენახვისთვის. თუ დამუშავების მიზანი აღარ არსებობს და ამოწურულია კანონით დადგენილი მონაცემთა შენახვის ვადა, პერსონალური მონაცემები წაიშლება/ განადგურდება/შენახული იქნება დეპერსონალიზებული ფორმით.
• Cookie ფაილების გამოყენება
ვებგვერდი იყენებს ე.წ. cookie ფაილებს, რათა ხელმისაწვდომი გახადოს პერსონალური ფუნქციონალი და გააანალიზოს თქვენ მიერ ვებგვერდის მოხმარება. Cookie წარმოადგენს ფაილს, რომელიც ინახავს გარკვეულ ინფორმაციას თქვენ მიერ ვებგვერდზე წვდომისთვის გამოყენებული მოწყობილობის შესახებ ამავე მოწყობილობაში.
როდესაც თქვენი მოწყობილობა დაუკავშირდება ჩვენ სერვერს, სერვერი იღებს შესაბამის cookie ფაილს. სერვერს შესაძლებლობა აქვს დაამუშაოს cookie ფაილში შენახული ინფორმაცია სხვადასხვა მეთოდებით. Cookie ფაილის მეშვეობით შესაძლებელია დავიმახსოვროთ თქვენი არჩევანი, რათა ავტომატურად მოხდეს თქვენი დაშვება თქვენს მართვის პანელთან და ამგვარად მომსახურება იყოს უფრო კომფორტული მომხმარებლისთვის.
თქვენ შეგიძლიათ გაააქტიუროთ cookie ფაილები ან განახორციელოთ მათ დეაქტივაცია თქვენი ბრაუზერის პარამეტრებიდან. თუმცა, თუ თქვენ განახორციელებთ cookie ფაილების დეაქტივაციას, შესაძლოა ვეღარ გამოიყენოთ ვებგვერდის ყველა ფუნქცია.
• პერსონალური მონაცემების გამოთხოვა
თქვენ, როგორც მონაცემთა სუბიექტს ნებისმიერ დროს, ყოველგვარი განმარტების ან დასაბუთების გარეშე უფლება გაქვთ, გამოიხმოთ თქვენს მიერ გაცემული თანხმობა თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავების თაობაზე იმავე ფორმით, რომლითაც გამოხატეთ თანხმობა.
ასეთ შემთხვევაში, ჩვენ, მოთხოვნის მიღებიდან 10 (ათი) სამუშაო დღეში, შევწყვეტთ მონაცემების დამუშავებას და შევინახავთ მათ დეპერსონალიზებული ფორმით ან გავანადგურებთ იმგვარად, რომ მათი აღდგენა შეუძლებელი გახდება. თქვენ შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ ნებისმიერ დროს ელ. ფოსტით info@setantasportsmedia.com-ზე.