წინამდებარე დოკუმენტი წარმოადგენს შპს „სეტანტა სპორტს მედია“ - ს(ს/ნ: 400231806) ვებ.გვერდზე La Gazzetta dello Sport Georgia www.lagazzetta.ge (შემდგომში ,,ვებგვერდი) რეგისტრაციისთვის მომხმარებლის მიერ სავალდებულოდ გასათვალისწინებელ წესებსა და პირობებს.
ვებგვერდზე რეგისტრაციის პროცესით სარგებლობისას თქვენ თანხმობას აცხადებთ ქვემოთ მოცემულ წესებზე, მასში გათვალისწინებულ პასუხისმგებლობებსა და პირობებზე. გთხოვთ, ყურადღებით გაეცნოთ რეგისტრაციის დაწყებამდე.
თუ რომელიმე პუნქტს არ ეთანხმებით, ნუ შექმნით ანგარიშს.
1.1 „ვებგვერდი“ ან „ჩვენ“ - გულისხმობს შპს „სეტანტა სპორტს მედია“ - ს ან/და La Gazzetta dello Sport Georgia - ს რომლის მისამართია www.lagazzetta.ge
1.2 „მომხმარებელი“ ან „თქვენ“ - გულისხმობს ნებისმიერ პირს, რომელიც რეგისტრაციას გაივლის ვებგვერდზე.
1.3 „ანგარიში“ - ნიშნავს პირად პროფილს, რომელიც იქმნება მომხმარებლის მიერ რეგისტრაციის პროცესში.
2.1 რეგისტრაციისას თქვენ ადასტურებთ:
2.2 თუ თქვენ ხართ არასრულწლოვანი ან/და კანონით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში, რეგისტრაციისთვის აუცილებელია მშობლის, მეურვის ან/და კანონიერი წარმომადგენლის თანხმობა.
3.1 რეგისტრაციისთვის აუცილებელია ვებგვერდზე მოცემული ფორმის შევსება სწორი და სრული ინფორმაციებით, როგორიცაა:
3.2 თქვენ ვალდებული ხართ, რეგისტრაციის შემდეგ, საჭიროების შემთხვევაში განაახლოთ თქვენი მონაცემები.
4.1 თქვენ პასუხისმგებელი ხართ თქვენი ანგარიშის მონაცემების, მათ შორის მომხმარებლის სახელის, გვარის ან/და პაროლის დაცვაზე.
4.2 აკრძალულია თქვენი ანგარიშის მონაცემების სხვა პირებთან გაზიარება ან/და თქვენს ანგარიშზე უნებართვო წვდომის უზრუნველყოფა.
4.3 იმ შემთხვევაში თუ გაქვთ ეჭვი, რომ თქვენს ანგარიშზე განხორციელდა უნებართვო წვდომა, დაუყოვნებლივ შეგვატყობინეთ ოფიციალური საკონტაქტო არხების ან/და ვებგვერდის დახმარების სექციის მეშვეობით.
5.1 თქვენ თანხმობას აცხადებს, რომ გამოიყენებთ ვებგვერდს მხოლოდ კანონიერი მიზნებისთვის.
5.2 თქვენს ანგარიშზე განხორციელებული ყველა აქტივობისთვის პასუხისმგებლობა გეკისრებათ მხოლოდ თქვენ. ასევე გეკისრებათ პასუხისმგებლობა ვებგვერდზე თქვენი ქმედებით ან/და უმოქმედობით გამოწვეული ნებისმიერი ზიანის (ზარალის) ანაზღაურებასთან დაკავშირებით.
6.1 აკრძალულია შემდეგი ქმედებები:
7.1 ჩვენ უფლებამოსილნი ვართ წავშალოთ, ავკრძალოთ ან/და შევზღუდოთ ნებისმიერი თქვენი კომენტარი, კონტენტი ან/და მოქმედება, რომელიც ეწინააღმდეგება ჩვენ მიერ განსაზღვრულ ნებისმიერ წესს, პირობებს ან/და საქართველოს კანონმდებლობას.
ასეთი კომენტარები, კონტენტი ან/და თქვენი ნებისმიერი მოქმედება შეიძლება შეიცავდეს, მაგრამ არ შემოიფარგლებოდეს შემდეგით:
7.2 ვებგვერდის ნებისმიერ წესის დარღვევის შემთხვევაში, ჩვენ უფლებამოსილნი ვართ მომხმარებელს შევუზღუდოთ წვდომა შემდეგი ფორმით:
7.3 ჩვენ შეგვიძლია მომხმარებელს ვაცნობოთ შეზღუდვის მიზეზი ელექტრონული ფოსტით ან სხვა საკონტაქტო არხებით. შეზღუდვის გადაწყვეტა შეიძლება მიღებულ იქნეს ჩვენი შეხედულებისამებრ ცალმხრივად.
7.4 არსებითი ან/და ზიანის მომტანი დარღვევების შემთხვევაში, როგორიცაა ვებგვერდზე უკანონო ქმედებები ან/და მესამე პირების უფლებების დარღვევა, ჩვენ უფლებამოსილნი ვართ მივმართოთ სამართლებრივ ზომებს, მათ შორის:
8.1 მონაწილეთა პირადი მონაცემები დამუშავდება კონფიდენციალურობის პოლიტიკის შესაბამისად, თქვენ ეთანხმებით შპს „სეტანტა სპორტს მედია“-ს კონფიდენციალურობის პოლიტიკას, რომელიც გამოქვეყნებულია ვებგვერდზე www.lagazzetta.ge
8.2 რეგისტრაციისას თქვენ თანხმობას აცხადებთ თქვენი პირადი მონაცემების დამუშავებაზე კონფიდენციალურობის პოლიტიკის შესაბამისად.
8.3 ჩვენ ვიღებთ ზომებს თქვენი მონაცემების დასაცავად ჩვენი ვალდებულებების ფარგლებში, თუმცა უსაფრთხოების აბსოლუტურ გარანტიას ვერ ვიძლევით.
8.4 თქვენ გაქვთ უფლება მოითხოვოთ ნებისმიერ დროს თქვენს მონაცემებზე წვდომა, შეცვლა ან/და წაშლა.
9.1 ვებგვერდი და მისი შინაარსი, მათ შორის ლოგოები, ტექსტი, გრაფიკები, პროგრამული უზრუნველყოფა ან/და სხვა ნებისმიერი მონაცემი, ინფორმაცია დაცულია ჩვენი ინტელექტუალური საკუთრების უფლებებითა და კანონებით.
9.2 მომხმარებლებს ეკრძალებათ ვებგვერდის კონტენტის გადამუშავება, გავრცელება, მისგან წარმოებულ ნაწარმოებთა შექმნა ნებისმიერი მიზნით, კომერციული მიზნით განაწილება ან/და სხვაგვარად გამოყენება.
9.3 ვებგვერდზე განთავსებული კონტენტის გამოყენება ან/და გაზიარება არაკომერციული მიზნებისთვის შესაძლებელია მხოლოდ შემდეგი პირობების დაცვით:
9.4 მიუხედავად არასამეწარმეო მიზნისა, კონტენტის გამოყენება საჭიროებს ჩვენს წინასწარ წერილობით თანხმობას, განსაკუთრებით თუ კონტენტი მოიცავს:
9.5 თუ მომხმარებელი არღვევს ზემოაღნიშნულ პირობებს ან კონტენტს არასწორად იყენებს, ჩვენ უფლებამოსილნი ვართ:
10.1 ვებგვერდს აქვს უფლება თქვენი ანგარიში შეაჩეროს ან/და გააუქმოს წინასწარი გაფრთხილების გარეშე, თუ:
10.2 მომხმარებლებს შეუძლიათ ანგარიშის გაუქმება ნებისმიერ დროს ანგარიშის პარამეტრებიდან ან მხარდაჭერის ჯგუფთან დაკავშირების გზით.
11.1 ვებგვერდი მიწოდებულია „არსებული მდგომარეობით“ და „როგორც არის“ პრინციპით.
11.2 ჩვენ არ ვიძლევით გარანტიას ვებგვერდის უწყვეტი ან/და შეცდომებისგან თავისუფალი მუშაობისთვის.
11.3 არ ვიღებთ პასუხისმგებლობას:
12.1 ვებგვერდს უფლება აქვს შეცვალოს წინამდებარე წესები პირობები ნებისმიერ დროს. მომხმარებელი ვალდებულია პერიოდულად გაეცნოს განახლებებს.
12.2 თქვენ მიერ ვებგვერდის გამოყენების გაგრძელება ცვლილებების შემდეგ ნიშნავს მათ მიღებას.
13.1 ვებგვერდზე შესაძლოა იყოს მესამე მხარის ბმულები. ჩვენ არ ვიღებთ პასუხისმგებლობას მათი კონტენტის სიზუსტესა და უსაფრთხოებაზე. ასეთი ბმულების გამოყენება ხდება მომხმარებლის რისკზე.
14.1 რეგისტრაციით თქვენ თანხმობას აცხადებთ მიიღოთ კომუნიკაციები ელ.ფოსტის, SMS-ის ან/და სხვა საშუალებებით, მათ შორის, მარკეტინგული მიზნით გამოგზავნილი შეტყობინებები.
14.2 თქვენ შეგიძლიათ შეწყვიტოთ სარეკლამო შეტყობინებების მიღება ნებისმიერ დროს ანგარიშის პარამეტრებში შესაბამისი არჩევანის გაკეთებით.
15.1 წინამდებარე წესები და პირობები რეგულირდება და განიმარტება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. ნებისმიერი დავა განიხილება საქართველოს იურისდიქციის შესაბამის სასამართლოში.
15.2 იმ შემთხვევაში თუ რომელიმე პირობა არაკანონიერად ან/და ძალადაკარგულად ჩაითვლება, დანარჩენი პირობები რჩება ძალაში.
15.3 ჩვენ მიერ რაიმე უფლების არაგამოყენება არ ნიშნავს ამ უფლებაზე უარის თქმას.
15.4 კითხვებისა და დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, მომხმარებლებს შეუძლიათ დაგვიკავშირდნენ ოფიციალური საკონტაქტო არხების ან ვებგვერდის დახმარების სექციის მეშვეობით.