დღეს“თბილისი არენაზე”საქართველოს ხელბურთლთა ეროვნულმა ნაკრებმა ევროპის ჩემპიოანტისსაკვალიფიკაციო ეტაპის ჯგუფურ შეხვედრაში საბერძნეთს 29 -26 მოუგო და 2026 წლისევროპირველობის საგზური მოიპოვა.
2026 წლის ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მე-3 ჯგუფში საქართველო 6 ქულით მეორე ადგილზეა, პირველი ისლანდიაა (10 ქულა),შემდეგ ბოსნია და ჰერცეგოვინა (2) და საბერძნეთია (2). საკვალიფიკაციო 8 ჯგუფიდან 2-2 საუკეთესო ნაკრებთან ერთად, 2026 წლის ევროპის ჩემპიონატზე 4 საუკეთესო მესამეადგილოსანიც იასპარეზებს.
მატჩის შესახებ საქართველოს ნაკრების მათვარმა წვრთნელმა, ტიტე კალანდაძემ ისაუბრა, რომლსაც შეთანხმების თანახმად, გამარჯვების აღსანიშნავად 20 აზიდვის გაკეთება მოუწია:
"ძალიან დაძაბული თამაში იყო, დატვირთვა იყო მაღალ დონეზე, რაც გუნდს დაეტყო და ჩვენი შესაძლებლობები სრულად ვერ გამოვავლინეთ. ბევრი გაუთვალისწინებელი რა მოხდა, გუნდის კაპიტანმა, თეიმურაზ ორჯონიკიძემ ტრავმა მიიღო, საავადმყოფოში გადაიყვანეს და სამწუხაროდ, ახლა ჩვენს გვერდით არაა, ამ საზეიმო წუთებში. ნახეთ რა შრომა გაწია გუნდმა, ნიქაბაძემ თამაში შემოატრიალა, ჩვენმა გუნდმა ბოლომდე იბრძოლა და ეს გამარჯვება დაიმსახურა.
ყველას დიდი მადლობა და სრულიად საქართველოს ვულოცავ ამ დიდ გამარჯვებას, ვინც გვგულშემატკივრობდა, ვინც დღეს მოვიდა დარბაზში. სპორტსმენი ვიდეოებს გვიგზავნიდნენ და გვამხნევებდნენ, მადლობა მათ.
რაც შეეხება მატჩის შემდეგ ჩემს მიერ გაკეთებულ აზიდვებს, შეთანხმება გუნდში, რომ მოგებული თამაშის შემდეგ, აზიდვებს გავაკეთებ. ბიჭებმა გამარჯვება გააგრძელონ და მეც გავაგრძელებ აზიდვებზე ვარჯიშს.
-ევროპის ჩემპიონატზე ჯგუფიდან თუ გავა საქართველო, აზიდვების რაოდენობას გაზრდით?
- კი გავზრდი, 25-ს გავაკეთებ. რა თმა უნდა თამაშის შემდეგ ძალიან დაღლილი ვარ ხოლმე, თუმცა რომ ვიმარჯვებთ დაღლილობა მეხსნება, ძალიან ბედნიერი ვარ. "
საქართველოს ხელბურთის ნაკრები ჯგუფური ეტაპის დასკვნით შეხვედრას 11 მაისს ისლანდიის წინააღმდეგ გამართვას. მატჩი რეიკიავიკში თბილისი დროით, 20:00 საათზე დაიწყება.









