2010 წელს
Don Balon-მა გამოაქვეყნა სია - 100 ყველაზე ნიჭიერი და იმედისმომცემი ახალგაზრდა ფეხბურთელი. აღსანიშნავია, რომ ამ ჩამონათვალში ჯანო ანანიძეც მოხვდა. ახალგაზრდა ფლეიმეიქერზე იმ დროს მართლაც ამყარებდნენ დიდ იმედებს, საკმარისია გავიხსენოთ ის ფაქტი, რომ საქართველოს ეროვნულ გუნდში დებიუტი მოსკოვის სპარტაკის ექს-გამთამაშებელს 16 წლის ასაკში ჰქონდა.
ანანიძეზე ახალგაზრდულ ასაკში "ჯვაროსნებში" მხოლოდ ლევან ყენია მოხვედრილა. მის გარდა, ასეულში ფიგურირებს ქართული ფეხბურთთან ახლოს მყოფი კიდევ ერთი მოთამაშე: მამადუ სახო, რომელიც იმ დროს პარის სენ-ჟერმენში პირველ ნაბიჯებს დგამდა. მათ გარდა, 100-ეულში არაერთი მომავალი ლეგენდა მოხვდა.
ნეიმარ ჟუნიორი, ტონი კროოსი, გარეთ ბეილი, ანტუან გრიზმანი, ედენ აზარი, ტომას მიულერი და ბევრი სხვა. ქვემოთ შეგიძლიათ იხილოთ Don Balon-ის 100-ეულის ყველაზე წარმატებული წარმომადგენლები და სრული სიაც.
მარიო ბალოტელი
გარეთ ბეილი
ფილიპე კოუტინიო
დავიდ დე ხეა
მარიო გიოტცე
ანტუან გრიზმანი
ედენ აზარი
ხამეს როდრიგესი
ტონი კროოსი
რომელუ ლუკაკუ
ტომას მიულერი
ნეიმარ ჟუნიორი
ალეშანდრე პატო
მარკო როისი
ტიაგო ალკანტარა