ახალი ერა — ადრიან ნიუი 2025 წელს ასტონ მარტინს შეუერთდება

65 წლის ბრიტანელმა რამდენიმე თვის წინ განაცხადა, რომ რედ ბულს ტოვებდა და მის გადაბირებას არაერთი გუნდი ცდილობდა, მათ შორის ფერარი და ასტონ მარტინი. იტალიურმა გუნდმა, ნიუის ხელფასის სახით 100 მილიონიც კი შესთავაზა, თუმცა, უარი მიიღო.
ადრიან ნიუიმ საინჟინრო კარიერა ფორმულა 1-ში 1992 წელს უილიამსში დაიწყო, სადაც 1997 წლამდე მუშაობდა. 1997-2005 წლებში ბრიტანელი ინჟინერი მაკლარენის ღირსებას იცავდა, ხოლო 2006 წლიდან დღემდე, რედ ბულშია.
აღსანიშნავია, რომ მას შემდეგ, რაც ნიუიმ განაცხადა, რომ რედ ბულს ტოვებდა, ავსტრიულ გუნდში პრობლემები დაიწყო და კონსტრუქტორთა დავაში მაკლარენს მხოლოდ 8 ქულითღა უსწრებს.









