2026 წლიდან არგენტინული ფეხბურთის ასოციაციამ ახალი, საინტერესო წესი მიიღო.
ახალი წესის მიხედვით, ახალგაზრდა მოთამაშეს, რომელიც არგენტინულ გუნდში თამაშობს და კლუბთან პროფესიონალური კონტრაქტი არ ექნება დადებული, ევროპაში წასვლის შემთხვევაში, ნაკრებში არ გამოიძახებენ.
უფრო დეტალურად რომ ავხსნათ, მაგალითად თუ რივერ პლეიტის 16 წლის მოთამაშე ევროპულ გუნდში ისე გადავიდა, რომ რივერ პლეიტთან პროფესიონალური კონტრაქტი არასდროს ჰქონია, არგენტინის ასაკობრივ ნაკრებებში დაიბლოკება.
ეს წესი ხელს შეუწყობს ადგილობრივი კლუბების განვითარებას და ინვესტიციების მიღებას თავიანთი აღზრდილი ფეხბურთელებისგან.
თავის დროს, ლეო მესი ბარსელონაში ისე წავიდა, რომ კონტრაქტი არცერთ არგენტინულ კლუბთან არ ჰქონია. ეს წესი რომ იმ დროსაც ყოფილიყო, მესი არგენტინის ასაკობრივ ნაკრებებში ვერ ითამაშებდა.









