პორტუგალიაში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე კანოე სპრინტში 23 წლამდელთა შორის ალექსანდრე წივწივაძე ფინალში იასპარეზებს. ქართველმა 500 მეტრიან დისტანციაზე, შესარჩევ გაცურვაში პირველი ადგილი დაიკავა და პირდაპირ ფინალის საგზური მოიპოვა. ალექსანდრემ აღნიშნული მანძილი 1:52:19 წუთში დაფარა.
ფინალი 25 ივლისს, თბილისის დროით, 14:12 საათზე დაიწყება.
მსოფლიო ჩემპიონატი იუნიორებსა და 23 წლამდელთა შორის დღეს დაიწყო და 27 ივლისს დასრულდება. ტურნირში 60 ქვეყანის 800-მდე სპორტსმენი მონაწილეობს, მათ შორის 3 საქართველოდან, - ალექსანდრე წივწივაძე, ნიკოლოზ ოდიშელიძე და მანანა პეტრიაშვილი.









