ვეტერანმა ფრანგმა ფეხბურთელმა ოლივიე ჟირუმ, რომელიც ამჟამად ლოს ანჯელესში თამაშობს, პსჟ-ს ქართველი ფეხბურთელის ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ ისაუბრა.
მოგეხსენებათ, კვარაცხელიამ გუშინ ლე მანის წინააღმდეგ პსჟ-ში თავისი მე-3 შეხვედრა ჩაატარა. პარიზელებმა 2:0 მოიგეს.
"კვარაცხელია საკმაოდ არაპროგნოზირებადი ფეხბურთელია და ის ამ კომპონენტში გამორჩეულია. მეტოქესთან ერთი-ერთზე სიტუაციებში ხვიჩა ძალიან კარგია.
ლე მანის წინააღმდეგ, მან თავისი მაქსიმუმი ვერ გამოავლინა, თუმცა ვფიქრობ, 70 მილიონად ნაყიდი კვარაცხელია თავის ღირებულებას მალე დაგვანახებს", - განაცხადა ჟირუმ.
პსჟ შემდეგ შეხვედრას საფრანგეთის ჩემპიონატში 7 თებერვალს, უშუალო კონკურენტის, მონაკოს წინააღმდეგ ჩაატარებს.