დიღმისტყე-პარკში გაიმართა სპორტული ორიენტირების თბილისის თასის I ტური. შეჯიბრებაში 60-მდე მონაწილე ჩაერთო, როგორც მოყვარულები ასევე გამოცდილი სპორტსმენები.
ღონისძიება ღია იყო სხვადასხვა ასაკობრივი და გამოცდილების კატეგორიებისთვის, მათ შორის - ბავშვები, იუნიორები, ელიტა, 40+, 60+, „დამწყებები“ და„ბავშვებიდამშობლები“.
დამწყები მონაწილეებისთვის წინასწარჩ ატარდა სპეციალურიი ნსტრუქტაჟი, რაც კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს ღონისძიების ინკლუზიურ და საგანმანათლებლო ხასიათს.
მონაწილეებმა რუკისა და ელექტრონული დროის აღრიცხვის სისტემის (SI ჩიპი) გამოყენებით, ინდივიდუალურად გაიარეს სპრინტის დისტანცია და შესაბამისი თანმიმდევრობით მოიძიეს ყველა საკონტროლო პუნქტი.
შეჯიბრება სპორტული ორიენტირების საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად ჩატარდა. თბილისის თასი იმართება ევროკავშირის მიერ თანადაფინანსებული პროექტის „ორიენტირება- საქართველოს“ ფარგლებში. ღონისძიება ორგანიზებული იყო საქართველოს სპორტული ორიენტირება, როგეინისა და სპორტი განვითარებისთვის – საქართველოს მიერ.
სპორტული ორიენტირების თბილისის თასი 2026 ოთხი ეტაპისგან შედგება.
II ეტაპი— 24 მაისი (საშუალო მანძილი);
III ეტაპი— 1 აგვისტო— ვერის პარკი(ღამის სპრინტი);
IV ეტაპი— 20 სექტემბერი— კოჯრის ტყე(საშუალო მანძილი).
I ეტაპის გამარჯვებულები დაჯილდოვდნენ სამახსოვრო პრიზებით. თბილისის თასის საერთო გამარჯვებულები გამოვლინდებიან ოთხივე ეტაპის ჯამური ქულების მიხედვით. საერთო ჩათვლაში გამარჯვებულები და პრიზიორები სეზონის ბოლოს დაჯილდოვდებიან თასებით, მედლებით, დიპლომებითა და სპეციალური საჩუქრებით.














