საქართველოს 21-წლამდე ნაკრები 15 ნოემბერს ისტორიაში პირველად ევროპის ჩემპიონატის ფლეიოფში ითამაშებს და ხორვატიას დაუპირისპირდება.
21-წლამდე ნაკრების შემტევი ლაშა ოდიშარია ამ მატჩის მოლოდინებზე LaGazzetta.ge-სთან საუბრობს.
– ისტორიულ მატჩამდე 2 კვირაა დარჩენილი, როგორ ემზადები ამ შეხვედრისთვის?
– შესარჩევი ციკლი წარმატებულად ჩავატარეთ და ახლა დროა ფლეიოფშიც წარმატებულად ვითამაშოთ. ხორვატია ძალიან ძლიერი მეტოქეა, თუმცა ერთი უპირატესობა გვაქვს - ერთმუშტად შეკვრით და გუნდურობით მიზნის მიღწევა შეგვიძლია. რომ შევიკრიბებით, უკეთ მოვემზადებით, მეტოქეს განვიხილავთ და მოლოდინიც უფრო გაიზრდება.
– წინა დღეებში ამ თემაზე 21-წლმდელების სხვა ფეხბურთელებთან ვისაუბრეთ და ყველამ გვითხრა, რომ თქვენი წარმატების გასაღები ერთიანობაა, რა იგულისხმება ამ ერთიანობაში?
– როცა გუნდს ყველაზე მეტად უჭირს, როცა მოედანზე დაძაბულობა და ნერვიულობაა, ამ დროს ყველა ერთმანეთს ვამხნევებთ, ვაზღვევთ და ერთიანობაც ამაში გამოიხატება. მაგალითად, ჩრდ.მაკედონიასთან მატჩი ავიღოთ. გოლი გავუშვით, მაგრამ ერთმანეთის გვერდში დგომით თამაში შემოვატრიალეთ.
– მოედანზე ერთმანეთის დაზღვევა და ერთიანობა - ეროვნული ნაკრების წარმატებაც აქედან მოდის. არის თუ არა თქვენთვის მოტივაცია, როცა ეროვნული ნაკრები ასე წარმატებით თამაშობს?
– ეროვნული ნაკრები ჩვენი ინსპირაციის წყაროა. მათ თამაშებს რომ ვუყურებ, საოცარი ემოციები მეუფლება. გეთანხმებით, მათი წარმატების საიდუმლოც ერთიანობაა და ყველა ეს თვისება მათგან გადმოვიღეთ.
– რიგასთან ერთად ევროპა ლიგაზე თამაშობ და გალათასარაის გოლიც გაუტანე...
– ზოგადად, ეროვნული ლიგიდან უცხოეთში წასვლა და ადაპტაციის მაშინვე გავლა ადვილი არ არის, თუმცა ეს შევძელი და კარგ, დალაგებულ გუნდში ვთამაშობ. ევროპა ლიგაზე აინტრახტთან ვითამაშე. მატჩს 56 ათასი გულშემატკივარი დაესწრო, რაც ჩემთვის დიდი გამოცდილება იყო. გალათასარაისთან გოლის დროს საოცარი ემოცია დამეუფლა, რადგან ამ ფეხბურთელებს ბავშვობაში ტელევიზორში ვუყურებდი და მათთან თამაში ჩემი ოცნება იყო. ბედნიერი ვარ, რომ გუნდს წარმატებაში დავეხმარე.
– რამდენად მნიშვნელოვანია ამ დონის მატჩების ჩატარება გუნდში, რათა ნაკრებში მეტად გამოცდილი და კარგ ფორმაში მყოფი ჩამოხვიდე?
– კლუბში მსგავსი თამაშები ძალიან მეხმარება, რადგან ნაკრებში უფრო მეტად თავდაჯერებეული ჩამოვდივარ. თან იმხელა ნერვიულობა და სტრესი აღარ მაქვს ხოლმე, რადგან მსგავსი დონის მატჩების გამოცდილება უკვე მაქვს. როგორც ზემოთ გითხარით, აინტრახტთან ჩვენს მატჩს 56 ათასი გულშემატკივარი დაესწრო. დარწმუებული ვარ, თბილისშიც უამრავი ხალხი მოვა და გავსებულ სტადიონზე ხორვატიის წინააღმდეგ გავიმარჯვებთ.
– რას გვეტყვი სამომავლო მიზნებზე...
– ვცდილობ ჩემს თავზე ყოველდღიურად ვიმუშავო და გავიზარდო როგორც ფიზიკურად, ისე ტაქტიკურად. ვმუშაობ, რომ ფსიქოლოგიურადაც მდგრადი ვიყო, რადგან ფეხბურთში მენტალურ მხარეს დიდი მნიშვნელობა აქვს. ამ ეტაპზე, მიზანი 21-წლამდელებთან ერთად ევროპის ჩემპიონატზე გასვლაა, კლუბთან ერთად კი - ჩემპიონობა.
შეთანხმება შედგა — ჯენარო გატუზო ლაციოს ახალი მთავარი მწვრთნელი გახდება! იტალიელი სპეციალისტი მაურიციო სარის შეცვლის, რომელიც "არწივებს" უახლოეს საათებში ოფიციალურად დატოვებს. მას შემდეგ, რაც ჯენარო გატუზომ იტალიის ეროვნული ნაკრები დატოვა, 48 წლის სპეციალისტი არაერთ კლუბს დაუკავშ…
საქართველოს 20 წლამდე მორაგბეთა ნაკრები სამხრეთ აფრიკის 20-წლამდელთა საერთაშორისო სერიის მეორე შეხვედრას ხვალ, საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს, 26 მაისს ჩილეს წინააღმდეგ გამართავენ. სერიის პირველ მატჩში უმცროსმა ბორჯღალოსნებმა ფიჯი დაძაბულ ბრძოლაში 29:23 დაამარცხა. მომავალი შეხვ…
30 მაისს გასამართი ჩემპიონთა ლიგის ფინალის წინ, სადაც პსჟ არსენალს დაუპირისპირდება, უეფას კითხვებს პარიზელთა ქართველმა შემტევმა ხვიჩა კვარაცხელიამ უპასუხა. ხვიჩა, ბაიერნთან შენი თამაში ყველამ დადებითად შეაფასა და ამბობენ, რომ უმაღლეს დონეზე ჩაატარე, თუმცა რა კომპონენტის გაუმჯობეს…
კომო ჩემპიონთა ლიგაზე ითამაშებს. იყო დრო, როდესაც ეს კლუბი იმყოფებოდა გაკოტრების პირას, თუმცა 2019 წლის შემდეგ, მხოლოდ წინსვლა შეინიშნება "ბიანკობლუს" გარშემო. ყველაფერი დაიწყო მას შემდეგ, რაც კლუბი შეიძინეს ძმებმა მაიკლ და რობერტ ჰარტონოებმა, თამბაქოს ბიზნესში მოღვაწე მაგნატებმა…
საქართველოს 21-წლამდე ნაკრები, ივნისში, 2 ამხანაგურ მატჩს გამართავს. 5 ივნისს, ჩვენი გუნდი ბულგარეთის ქალაქ ბლაგოევგრადში აშშ-ს დაუპირისპირდება, ხოლო 9 ივნისს ნისპორენში მოლდოვას შეხვდება. რამაზ სვანაძემ, აღნიშნული მატჩებისთვის 23 ფეხბურთელი გამოიძახა. მათ შორის - რატი გრიგალავა,…
ცოტა ხნის წინ, ესპანეთის ნაკრების მთავარამ მწვრთნელმა ლუის დე ლა ფუენტემ იმ ფეხბურთელების სია გამოაქვეყნა, რომლებიც 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე იასპარეზებენ. ისტორიაში პირველად, სამუნდიალე განაცხადში მადრიდის რეალის არცერთი ფეხბურთელი არ მოხვდა, რაზეც დე ლა ფუენტემ განმარტება გ…
ესპანეთის ნაკრების განაცხადი 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატისთვის ცნობილია. საინტერესოა, რომ შემადგენლობაში მადრიდის რეალის ერთი მოთამაშეც ვერ მოხვდა. მსგავსი რამ მუნდიალის ისტორიაში მოხდა პირველად. დიახ, "ლა როხას" აღნიშნულ ტურნირზე აქამდე უთამაშია 15-ჯერ და "სამეფო კლუბის" მინიმუმ…