GSM-მა მსოფლიოს უმდრიდრეს ფეხბურთელთა ხუთეული დაასახელა. ხუთეულში არიან კრიშტიანუ რონალდუ, ლიონელ მესი, დევიდ ბექჰემი და ნეიმარ ჟუნიორი, მაგრამ პირველ პოზიციაზე არცერთი მათგანი არ არის. მსოფლიოს უმდიდრესი მოთამაშის სტატუსი აქვს ფაიქ ბოლკიაჰს, რომლის კაპიტალი 20 მილიარდ დოლარს შეადგენს.
ცხადია, რომ ბრუნეელ ვინგერს თავისი ქონება ფეხბურთით არ დაუგროვებია. ის არის ბრუნეის მმართველი დინასტიის წარმომადგენელი, მამამისს კი უფლისწულის სტატუსი აქვს. რაც შეეხება რატჩაბურის ვინგერის საფეხბურთო კარიერას, მოზარდობაში ის თამაშობდა ჩელსის, ლესტერისა და საუთჰემპტონის აკადემიებში.
შემდეგ იყო მარიტიმუ, 2021 წლიდან კი 26 წლის შემტევი ტაილანდურ გუნდებში თამაშობს. აღსანიშნავია ისიც, რომ მას კარიერაში სულ რაღაც ხუთი ბურთი აქვს გატანილი.