დღეს, სტამბოლში ევროპა ლიგის 2025/26 წლების ფინალი გაიმართება და ტურნირის გამარჯვებული გამოვლინდება. თასისთვის ერთმანეთს გერმანიის ბუნდესლიგის ფრაიბურგი და ინგლისის პრემიერ ლიგის ასტონ ვილა დაუპირისპირდებიან.
ფრაიბურგმა ფინალამდე ორმატჩიან დუელებში გენკი, სელტა და ბრაგა დაამარცხა, ხოლო ასტონ ვილამ ლილის, ბოლონიას და ნიტინგემის ბარიერი გადალახა. გერმანული კლუბი პირველად შეეცდება ევროპული ტურნირის ტიტულის მოგება, ხოლო ინგლისელებს ისტორიაში თითოჯერ ჩემპიონთა ლიგა და უეფას სუპერთასი აქვთ მოგებული.
შიდა ჩემპიონატში ორივე გუნდი მიმდინარე სეზონში მეტნაკლებად წარმატებით ასპარეზობს — ფრაიბურგმა ბუნდესლიგაში მე-7 ადგილი დაიკავა და კონფერენს ლიგის საგზური მოიპოვა. ასტონ ვილა კი პრემიერ ლიგაში მე-4 პოზიციაზე იმყოფება და მომდევნო სეზონში ჩემპიონთა ლიგაზე ითამაშებს.
ბოლო ჩატარებულ 5 მატჩში ფრაიბურგს და ასტონ ვილას იდენტური შედეგი აქვთ — 2 მოგება, 1 ფრე და 2 წაგება. აღსანიშნავია, რომ გუნდები ერთმანეთს არასდროს შეხვედრილან და დღევანდელი დაპირისპირება ისტორიაში პირველი იქნება.
ფრაიბურგი V ასტინ ვილა — სავარაუდო შემადგენლობა
ევროპა ლიგის 2025/26 წლების სეზონის კულმინაცია, ფინალური დაპირისპირება დღეს, თბილისის დროით 23 საათზე აიღებს სტარტს.









