საქართველოს ფუტსალის ნაკრებმა 2026 წლის ევროპის ჩემპიონატზე პირველი მატჩი გამართა. ჩვენი გუნდი ტურნირის ერთ-ერთ მასპინძელს, ლატვიის ნაკრებს დაუპირისპირდა.
რიგაში გამართული მატჩი მასპინძელთა გამარჯვებით 4-0 დასრულდა.
მატჩის დასაწყისშივე, შოთა თოფურია დაშავდა. საქართველოს ნაკრებმა არაერთი შეტევა და კარში დარტყმა განახორციელა, თუმცა გოლი არ გავიდა.
ჩვენი გუნდი ი A ჯგუფში ლატვიის, ხორვატიისა და საფრანგეთის ნაკრებებთან ერთად ასპარეზობს. ჩვენი გუნდი მორიგ შეხვედრას რიგაში, 25 იანვარს ხორვატიასთან გამართავს.
საქართველოს ფუტსალის ნაკრების ჯგუფური ეტაპის მატჩების განრიგი
25 იანვარი| ხორვატია - საქართველო (რიგა, ლატვია)
28 იანვარი| საქართველო - საფრანგეთი (კაუნასი, ლიეტუვა)










