დღეს “თბილისი არენაზე” საქართველოს ხელბურთლთა ეროვნულმა ნაკრებმა ევროპის ემპიოანტის საკვალიფიკაციო ეტაპის ჯგუფურ შეხვედრაში საბერძნეთს 29 -26 მოუგო და 2026 წლის ევროპირველობის საგზურო მოიპოვა.
2026 წლის ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მე-3 ჯგუფში საქართველო 6 ქულით მეორე ადგილზეა, პირველი ისლანდიაა (10 ქულა),შემდეგ ბოსნია და ჰერცეგოვინა (2) და საბერძნეთია (2). საკვალიფიკაციო 8 ჯგუფიდან 2-2 საუკეთესო ნაკრებთან ერთად, 2026 წლის ევროპის ჩემპიონატზე 4 საუკეთესო მესამეადგილოსანიც იასპარეზებს.
მატჩის შესახებ საქართველოს ნაკრები გამორჩეულმა ხელბურთლმა გიორგი ცხოვრებაძემ ისაუბრა:
"ძალიან რთული თმაში იყო, მეც არ მქონდა კარგი მატჩი. ვულოცავ ყველას, განსაკუთრებით ჩვენი გუნდის კაპიტანს, თეიმურაზ ორჯონიკიძეს, რომელმაც ტრავმის გამო მატჩი ვერ გააგრძელა და საავადმყოფოში გადაიყვანეს. ეს შეხვედრა მთელმა გუნდმა მოიგო, ძალიან ბედნიერები ვართ, ისტორიაში პირველად, ზედიზედ მეორედ ვითამაშებთ ევროპის ჩემპიონატზე. დიდი მადლობა მინდა ვუთხრა გულშემატკივარს, დღეს ბევრი ადამიანი მოვიდა "თბილის არენაზე" მათი მხარდაჭერა ძალიან მნიშვნელოვანია. მადლობა ყველას, ასევე სპორტსმენებს, რომლებიც მხარს გვიჭერენ და საგულშემატკივრო ვიდეოებით გვამხნევებდნენ."
საქართველოს ხელბურთის ნაკრები ჯგუფური ეტაპის დასკვნით შეხვედრას 11 მაისს რეიკიავიკში ისლანდიის წინააღმდეგ გამართვას. მატჩი რეიკიავიკში თბილისი დროით, 20:00 საათზე დაიწყება.









