ამავე ტურნირზე A კატეგორიაში ქართული ფინალი შედგა. ნინა თიბილაშვილმა ოქროს, გვანცა ზადიშვილმა კი ვერცხლის მედალი მოიპოვა.
გამარჯვების შესახებ ირმა ხეცურიანმა la gazzetta dello sports georgia-სთან ისაუბრა:
- გილოცავ გამარჯვებას, რისთვისაც ემზადებოდი და რა მოლოდინიც გქონდა, ყველაფერი შეძელი, რაც შედეგზეც აისახა, რამდენად მნიშვნელოვანია ახლა შენთვის ეს გამარჯვება?
- ეს პირველი შეჯიბრია 2025 წელს, მსოფლიო თასით გაიხსნა მიმდინარე წელი. რა თქმა უნდა, ოქროს მედლით დაწყება ნამდვილად სასიხარულოა. 2024 არ იყო ჩემთვის მარტივი წელი, (პარალიმპიადზე მედლის მოპოვება ვერ შევძელი) და მნიშვნელოვანი იყო საკუთარი თავისთვის მეთქვა, რომ გამარჯვების დროა. ბოლოს 2024 კარგად დასრულდა, 2025 კარგად დაიწყო და იმედია, ასე გაგრძელდება.
- რომელ მეტოქეს გამოყოფ?

- შენ შეძელი მკაფიო რეაბილიტაცია პარალიმპიადის შემდეგ და კიდევ ერთხელ გამოავლინე მტკიცე და სამაგალითო მებრძოლი ხასიათი, ახლა რისთვის იბრძვის ირმა?
- პარალიმპიადის შემდეგ რთული პერიოდი მქონდა, თუმცა ის მარცხი იმ კონკრეტულ მომენტში იყო განსაკუთრებით რთული. ვიცი რომ არასდროს არ უნდა დავნებდე, ყოველთვის მინდა ჩემ სამშობლოში გამარჯვებული დავბრუნდე. ყოველთვის ვეცდები მაქსიმალური გავაკეთო და გამარჯვებული დავუბრუნდე საქართველოს. მოგება მნიშვნელოვანია, რათა საკუთარ თავს კიდევ ერთხელ შევახსენო, ყველაფერი შესაძლებელი, თუკი არ გავჩერდებით და არ მოვდუნდებით.
- რა იქნება შემდეგი ტურნირი?
- შემდეგი იქნება პიზაში, მსოფლიო თასი და რა თქმა უნდა, იქაც გამარჯვებისთვის ვიბრძოლებთ.
- 2025 წლის მთავარი ტურნირი მსოფლიოს ჩემპიონატია, რომელიც წლის მთავარი შეჯიბრია და რა თქმა უნდა ჩვენი მთავარი მიზანი მსოფლიოს ჩემპიონობაა, რისთვისაც სექტემბერში ვიბრძოლებთ.
აქვე მინდა ჩემს მეგობრება და გუნდელებს, ნინა თიბილაშვილსა და გვანცა ზადიშვილს მედლების მოპოვებას. ძალიან მიხარია მატი წარმატება, ჩვენ ერთად ვიბრძვით გამარჯვებისთვის და ამ სიხარულს ერთად ვინაწილებთ.











