კაჭრეთში ღამის ჩოგბურთის ფესტივალი ჩატარდა. შეჯიბრებაში 50-მდე მოყვარული ჩოგბურთელი ჩაერთო, რომლებიც A და B კატეგორიაში შერეულ წყვილთათანრიგებში მონაწილეობდნენ.
A კატეგორიაში გამარჯვებულები მარიამ წივწივაძემ და ლუკა სახვაძე გახდნენ;
B კატეგორიაში ჩემპიონობა ანა რამაზაშვილმა და ნიკოლოზ კვარაცხელიამ იზეიმეს;
ღამის ჩოგბურთის ფესტივალი სპორტის, ტურიზმის და ახალგაზრდობის საერთაშორისო ფონდისა და საჩოგბურთო კლუბის, „ეისის“ ორგანიზებით ჩატარდა.
მოყვარული ჩოგბურთელებისთვის სხვადასხვა შეჯიბრებები მთელი წლის განმავლობაში ტარდება. მიმდინარე წელს ღამის ფესტივალი პირველად ჩატარდა.









