ყველასთვის ცნობილი იტალიელი მწვრთნელი ფაბიო კაპელო ნაპოლის ლიდერზე, ხვიჩა კვარაცხელიაზე საუბრობს, რომელმაც სერია ა-ს სეზონი წარმატებით დაიწყო.
"კვარაცხელიას საფეხბურთო პლიუსებს რომ თავი დავნებოთ, წინა მატჩებში მისმა სირბილმა ძალიან გამაკვირვა. მან ბრძოლისუნარიანობა გამოავლინა, რაც სასიამოვნოა.
კარგი ფაქტია, რომ ასეთი დონის ფეხბურთელები გუნდში რჩებიან და მათი ერთგულები არიან.
წინა მატჩში კვარაცხელია 4-ჯერ გამოეკიდა მეტოქეს ბურთის დასაბრუნებლად. ამ მომენტში, მას კონტეს მუშაობა აშკარად დაეტყო. ეს იმას ნიშნავს, რომ კვარა გუნდისთვის ბოლომდე იბრძვის", - განაცხადა კაპელომ.
ბოლო ორი მატჩია კვარაცხელია სერია ა-ში მაღალ შეფასებებს იღებს. ევროპის საუკეთესო დრიბლიორებს შორის ის მეორე ადგილზეა.