ბარსელონა უკანასკნელი 20 შეხვედრის განმავლობაში დაუმარცხებელია. ჰანსი ფლიკმა აღნიშნული მიღწევით გადაასწრო იოჰან კრუიფს, სერ ბობი რობსონსა და ჩავი ერნანდესს, თანაც სადებიუტო სეზონში. იმის გათვალისწინებით, რომ კატალონიელთა წაუგებელი სერია ჯერ არ დასრულებულა, არაა გამორიცხული, რომ გერმანელმა დამრიგებელმა თავისი მიღწევა კიდევ უფრო გააუმჯობესოს.
"ბლაუგრანას" ამჟამინდელი მწვრთნელი ამჟამად მეხუთე ადგილს ტატა მარტინოსთან ერთად იყოფს. მათზე წინ არის ოთხი სპეციალისტი - ლუის ენრიკე (39), ერნესტო ვალვერდე (29), პეპ გუარდიოლა (28) და ფრანკ რაიკაარდი (24). ვნახოთ, კიდევ რამდენ ხანს გაგრძელდება 60 წლის დამრიგებლის წაუგებელი სერია.