ეროვნული ლიგის მატჩში, სადაც დინამო ბათუმი დინამო თბილისს დაუპირისპირდა და შეხვედრა ფრედ 2:2 დასრულდა, თბილისელთა 16 წლის შემტევი თორნიკე კვარაცხელია დინამოს ძირითადი გუნდის განაცხადში პირველად მოხვდა.
LaGazzetta.ge-ს ინფორმაციით, ამ მატჩის დასრულების შემდეგ, კვარაცხელია მიუნხენში გაფრინდა და ბაიერნის ხელმძღვანელობას შეხვდება.
როგორც ჩვენთვის არის ცნობილი, კვარაცხელიას შეძენით, სხვა ევროპულ კლუბებთან ერთად, ბაიერნიც ინტერესდება. თორნიკეს მიუნხენში ვიზიტს გაცნობითი ხასიათი ექნება.
ამასთან ერთად, თორნიკე კვარაცხელიას ძმა, ხვიჩა კვარაცხელია 6 მაისს, მიუნხენში ჩემპიონთა ლიგის ნახევარფნალის განმეორებით მატჩს სწორედ ბაიერნის წინააღმდეგ ჩაატარებს.









