საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა 2028 წელს, ლოს-ანჯელესში დაგეგმილი ოლიმპიური თამაშების კალენდარი გამოაქვეყნა.
LA28 - ოლიმპიური თამაშების განრიგი, 19 დღიან შეჯიბრებებს მოიცავს.
ოლიმპიური თამაშები ოფიციალურად 2028 წლის 14 ივლისს გახსნება და 30 ივლისს დაიხურება.
12 ივლისს სპორტის რამდენიმე სახეობაში (ბალახის ჰოკეი, რაგბი 7, კალათბურთი, წყალბურთი, ხელბურთი, კრიკეტე და ფეხბურთი) გაიმართება პირველი საკვალიფიკაციო შეჯიბრება.
ოლიმპიური თამაშების პირველი კვირა პარიზის 2024 წლის ოლიმპიური თამაშებისგან განსხავებული იქნება, რადგან შეჯიბრებების კალენდარში მძლეოსნობა ცურვასთან ერთად ადგილს დაიკავებს, მძლეოსნობის ფინალები ერთი კვირით ადრე გაიმართება, მარათონები კი ტრადიციულად, ოლიმპიური თამაშების ბოლოს.
15 ივლისს, მსოფლიოში ცნობილ სანაპირო ვენეციაზე, ტრიატლონში ოლიმპიურ თამაშებზე პირველი მედლები გათმაშდება. ამავე დღეს, ჩემპიონები სხვა სახეობებშიც გამოვლინდებიან, მათ შორის ძიუდოში, ფარიკაობაში, მძლეოსნობაში, ტყვიის სროლასა და სხვა. მე-15 დღე თამაშების ყველაზე დატვირთული დღე იქნება -16 მედალი გუნდურ სახეობაში და 19 ინდივიდუალური სახეობის ფინალი.
გახსნის ცერემონია ჩატარდება ლოს-ანჯელესის მემორიალურ კოლიზეუმში, სადაც ლოს-ანჯელესში წინა ორი ოლიმპიური თმაშების (1932, 1984) გახსნის ცერემონია გაიმართა. ღონისძიებაადგილობრივი დრით, 17:00 საათზე დაიწყება, სადაც გათვალისწინებული იქნება მზის ჩასვლის ეტაპი და გულშემატკივარს საორგანიზაციო კომიტეტი მთამბეჭდავ სანახაობას ჰპირდება.დახურვის ცერემონია 30 ივლისს, ადგილობრივი დროით, 18:00 საათზე კოლიზეუმში გაიმართება.
ლონ -ანჯელესი ოლიმპიურ თამაშებს ისტორიაში მესამედ უმასპინძლებს, პარალიმპიურ თმაშებს კი პირველად.









