მესიმ "ჭადრაკის დედოფალს" საქართველოდან გაგზავნილი საჩუქრისთვის მადლობა გადაუხადა და საპასუხოდ, ამჯერად არგენტინის ეროვნული ნაკრების მაისური უსახსოვრა საკუთარი ავტოგრაფით.
ნონა გაფრინდაშვილმა არგენტინელ სუპერვარსკვლავს საიუველირო ჭადრაკი აჩუქა, რომელიც „კოპა ამერიკაზე“ არგენტინის გამარჯვებას ეძღვნებოდა.
საჩუქრის გადაცემა არგენტინის საგარეო საქმეთა, საერთაშორისო ვაჭრობისა და კულტურის სამინისტროსა და არგენტინის ფეხბურთის ასოციაციის ერთობლივი ძალისხმევით, საქართველოს ელჩმა არგენტინაში, გვარამ ხანდამიშვილმა შეძლო.
შეგახსენებთ, 2021 წელს, მესიმ ნონა გაფრინდაშვილს 80 წლის იუბილეს აღსანიშნავად საკუთარი ავტოგრაფით "ბარსელონას" მაისური უსახსოვრა.











