წამოყვანილი და ვვარჯიშობთ," - ამის შესახებ დღეს UFC-ის ქართველმა ჩემპიონმა, მერაბ დვალიშვილმა პრესკონფერენციაზე პრესკონფერენციაზე ისაუბრა.
ქართველმა მებრძოლმა დღეს ასევე განაცხადა, რომ სახელმწიფოს მიერ პრემიის სახით მიღებულ მილიონ ლარს სრულად მოახმარს ქველმოქმედებას.
“ვაპირებ საქართველოში საქველმოქმედო საქმიანობა დავიწყო და პატარა სპორტ დარბაზები გავხსნა, სადაც ახალგაზრდები ივარჯიშებენ. ახლა დაანონსდა რომ მე და ილია თოფურიას მილიო-მილიონი ლარი გადმოგვეცემა და მე ამ საჩუქარს სრულად გამოვიყენებ ქველმოქმედებისთვის, იმისთვის რომ MMA და ზოგად სპორტის განვითარებას მოვახმარო და მეტი წარმატება და გამარჯვება გვქონდეს. მე სახელმწიფოსგან ამ საჩუქარს ნამდვილად არ ველოდი. მოგეხსენებათ ჩვენ კერძო სპორტსმენები ვართ, დაფინანსებას სახელმწიფოსგან არ ვიღებთ, მადლობა ამ საჩუქრისთვის, ამ თანხას სრულად მოვახმარ ქველმოქმედებას,” - განაცხადა მერაბ დვალიშვილმა.











