მხატვრულ ტანმოვარჯიშში ნიტა ჯამაგიძემ იუნიორთა შორისმსოფლიოს ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. ბულგარეთში გამართულ ტურნირზე ქართველმა ბურთით ვარჯიშში შეძლო საპრიზო ადგილზე გასვლა. საქართველოს ისტორიაში ეს პირველი მედალია იუნიორთა შორის მსოფლიოს ჩემპიონატზე.
აღნიშნულ შეჯიბრებაზე 71 ქვეყნის 350-ზე მეტი სპორტსმენი იღებდა მონაწილეობას. მსოფლიოს ჩემპიონატზე საქართველოდან ათმა ტანმოვარჯიშემ იასპარეზა.









