ბრაზილიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა კარლო ანჩელოტიმ მოახლოვებულ მუნდიალზე ისაუბრა და დააანონსა, რომ ბრაზილიის ნაკრები სრული შემადგენლობა მალე გახდება ცნობილი.
"ჯერ მუნდიალზე წამსვლელი ფეხბურთელების სრული სია არ გვაქვს, თუმცა ახლოს ვართ, რომ საბოლოო სია მალე გვქონდეს მზად. გაგვიმართლა, რომ ბრაზილიას ბევრი კარგი ფეხბურთელი ჰყავს.
არის რამდენიმე პოზიცია, რომელიც შევსებული არ არის და ლოდინის რეჟიმში ვართ. გვაქვს კარგი პირობები და ყველაფერი იდეალურადაა, რომ მსოფლიო ჩემპიონატისთვის კარგად მოვემზადოთ", - განაცხადა ანჩელოტიმ.
მარტის თვეში ბრაზილიის ნაკრები აშშ-ში ორ ამხანაგურ მატჩს - საფრანგეთისა და ხორვატიის ნაკრებების წინაამღდეგ ჩაატარებს.
2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე ბრაზილიის ნაკრები C ჯგუფში, ჰაიტისთან, შოტლანდიასთან და მაროკოსთან ერთად მოხვდა.









