წარმატებით იასპარეზეს ქართველმა პარასპორტსმენებმა ჩინეთში მიმდინარე მსოფლიო თასზე. პარაძალოსანმა აკაკი ჯინჭარაძემ, შეჯიბრებაზე ორი ოქროს მედალი მოიპოვა. +107კგ. კატეგორიაში მოასპარეზე ქართველმა ინდივიდუალურ ასპარეზობაში 232 კგ. აწია და ტურნირის გამარჯვებული გახდა, სამი მისვლის ჯამში კი 689კგ. დააგროვა და მეორე ოქროს მედალი მოიპოვა.
ამავე წონაში, მსოფლიო თასზე ვერცხლი მედლებს დაეუფლა გიორგი ლაცაბიძე (+107კგ). ქართველმა ინდივიდუალურ ასპარეზობაში 217 კგ. დააფიქსირა და ტურნირის ვერცხლის პრიზიორი გახდა,სამი მისვლის ჯამში კი 647კგ. დააგროვა და მეორე ვერცხლის მედალი მოიპოვა.









