კვიპროსულ პრესაში გავრცელდა ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ თემურ ქეცბაიამ ანორთოსისის მთავარ მწვრთნელობაზე უარი განაცხადა და ამის ერთ-ერთ მიზეზად ქართული კლუბისგან ინტერესი დაასახელა.
ამ ყველაფრიდან გამომდინარე, ბოლო საათებში, აქტიურად იწერება, რომ ქეცბაია უახლოეს მომავალში ქართულ კლუბს ჩაიბარებს. ერთ-ერთ ვარიანტებად კი ქუთაისის ტორპედო და დინამო თბილისი განიხილება.
LaGazzetta.ge-ს ინფორმაციით, ამ ეტაპზე, თემურ ქეცბაიას ქართულ კლუბში შესაძლო მისვლა სიმართლეს არ შეესაბამება და ის არც ტორპედოში და არც დინამო თბილისში არ იმუშავებს.
საქმე იმაშია, რომ ქეცბაიამ ანორთოსისს უარი ჯერ კიდევ ზამთარში უთხრა და ერთ-ერთ მიზეზად მართლაც ქართულ კლუბში შესაძლო მუშაობა დაასახელა, რადგან ზამთარში გაუწყებდით, რომ ქართველი სპეციალისტი მოლაპარაკებებს ტორპედოსთან აწარმოებდა და ის ყველაფერი, რაც კვიპროსულ მედიაში დღეს დაიწერა, იანვარში მომხდარი ამბავია.
იმის შემდეგ, ქეცბაიას მოლაპარაკებები არც ანორთოსისთან და არც რომელიმე ქართულ კლუბთან არ გაუმართავს.









