რამდენიმე დღის წინ, ბრაზილიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა კარლო ანჩელოტიმ იმ ფეხბურთელთა სია დაასახელა, რომლებიც 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე ბრაილიის ნაკრებში ითამაშებენ.
დიდი მოლოდინი იყო ნეიმარზე, რომელის ეროვნულ ნაკრებში გამოძახება ეჭვქვეშ იყო, თუმცა საბოლოოდ, იტალიელმა სპეციალისტმა ბრაზილიელი ლეგენდა მაინც გამოიძახა.
როგორც გავლენიანი გამოცემები იტყობინებიან, ანჩელოტი ნეიმარის გამოძახებას არ აპირებდა და საბოლოო სიაში არ ჰყავდა შეყვანილი, თუმცა აზრი ბრაზილიის ფეხბურთის ფედერაციამ გადაათქმევინა და სიაში შეაყვანინა.
ამის მიზეზი ბრაზილიელ საზოგადოებასთან დიდი დაპირისპირების თავიდან აცილება და ნეიმარის სპონსორების მხრიდან დიდი ზეწოლაა. მოგეხსენებათ, ნეიმარს ბევრი სპონსორი ჰყავს და თავისი ვალდებულებები აქვს.
მსოფლიო ჩემპიოანტზე ბრაზილიის ნაკრები C ჯგუფში, ჰაიტისთან შოტლანდიასთან და მაროკოსთან ერთად მოხვდა.









