რამდენიმე დღეში თბილისი ფარიკაობაში მსოფლიო ჩემპიონატს უმასპინძლებს. ტურნირი 22-30 ივლისს გაიმართება. 20-21 ივლისი ტექნიკურ დეტალებს დაეთმობა, 22 ივლისიდან კი შეჯიბრება თბილისის ოლიმპიურ სასახლეში აიღებს სტარტს. საქართველო ისტორიაში პირველად უმასპინძლებს მსოფლიოს ჩემპიონატს ფარიკაობაში.
მსოფლიოს ჩემპიონატზე საქართველოდან 25 სპორტსმენი იასპარეზებს. ტურნირს კარგ ფორმაში ხვდება ქართველთა ლიდერი სანდრო ბაზაძე, რომელიც ერთ-ერთი ფავორიტია.
საქართველოს ნაკრების შემადგენლობა:
ხმალი, კაცები: სანდრო ბაზაძე, ბექა ბაზაძე, გიორგი ურუშაძე, ვახტანგ არჩვაძე;
ხმალი, ქალები:ლიკა ჯიჯიეიშვილი,ალექსანდრა კუაევა, ანასტასია ასათიანი, ანასტასია ცანავა, ევა აჰამიანი;
რაპირა, კაცები:არჩილ უგულავა, დემეტრე კვანტალიანი,პაველ ბორონტოვი,ლუკა რამიშვილი;
რაპირა ქალები:ლიზა თაყაიშვილი, ანანო ჯინჭარაძე, ნინო გუდამათიაშვილი,მარიამი ელიავა;
დაშნა კაცები:ანზორ ალბრეხტი,სპარტაკ რაზმაძე,ლუკა კვანჭიანი, ლუკა ქათამაძე;
დაშნა ქალები:თამილა მურიდოვა, ტატიანა სვანიძე, არინა სკოლიშევა, ბარბარე მებუკე.
მსოფლიოს ჩემპიონატის განრიგი:
22 ივლისი: (10:00)
დაშნა ქალები (პირადი), ჯგუფური შეხვედრები და პრე ტაბლო - პირდაპირი გამოთიშვის ტური, T64-მდე.
რაპირა კაცები (პირადი), ჯგუფური შეხვედრები და პრე ტაბლო - პირდაპირი გამოთიშვის ტური, T64-მდე.
23 ივლისი: (10:00)
დაშნა ქალები (პირადი), T64 (პირდაპირი გამოთიშვის ტური), ფინალი.
რაპირა კაცები(პირადი), T64 (პირდაპირი გამოთიშვის ტური), ფინალი.
24 ივლისი: (10:00)
რაპირა ქალები (პირადი), ჯგუფური შეხვედრები და პრე ტაბლო - პირდაპირი გამოთიშვის ტური, T64-მდე.
ხმალი კაცები (პირადი), ჯგუფური შეხვედრები და პრე ტაბლო - პირდაპირი გამოთიშვის ტური, T64-მდე.
25 ივლისი: (10:00)
გახსნის ცერემონია
რაპირა ქალები (პირადი), T64 (პირდაპირი გამოთიშვის ტური), ფინალი.
ხმალი კაცები(პირადი) T64 (პირდაპირი გამოთიშვის ტური), ფინალი.
დაშნა ქალები (გუნდური), პირდაპირი გამოთიშვის ტური T16-მდე.
რაპირა კაცები (გუნდური), პირდაპირი გამოთიშვის ტური T16-მდე.
26 ივლისი: (10:00)
დაშნა კაცები (პირადი), ჯგუფური შეხვედრები და პრე ტაბლო - პირდაპირი გამოთიშვის ტური, T64-მდე.
ხმალი ქალები (პირადი), ჯგუფური შეხვედრები და პრე ტაბლო - პირდაპირი გამოთიშვის ტური, T64-მდე.
დაშნა ქალები (გუნდური), T16, ნახევარფინალები, მესამე ადგილისათვის ბრძოლა და ფინალური შეხვედრა.
რაპირა კაცები (გუნდური), T16, ნახევარფინალები, მესამე ადგილისათვის ბრძოლა და ფინალური შეხვედრა.
27 ივლისი: (10:00)
დაშნა კაცები (პირადი), T64 (პირდაპირი გამოთიშვის ტური), ფინალი.
ხმალი ქალები (პირადი),T64 (პირდაპირი გამოთიშვის ტური), ფინალი.
რაპირა ქალები (გუნდური), პირდაპირი გამოთიშვის ტური T16-მდე.
ხმალი კაცები (გუნდური), პირდაპირი გამოთიშვის ტური T16-მდე.
28 ივლისი: (10:00)
რაპირა ქალები (გუნდური), T16, ნახევარფინალები, მესამე ადგილისათვის ბრძოლა და ფინალური შეხვედრა.
ხმალი კაცები (გუნდური), T16, ნახევარფინალები, მესამე ადგილისათვის ბრძოლა და ფინალური შეხვედრა.
29 ივლისი: (10:00)
დაშნა კაცები (გუნდური), პირდაპირი გამოთიშვის ტური T16-მდე.
ხმალი ქალები (გუნდური), პირდაპირი გამოთიშვის ტური T16-მდე.
30 ივლისი:
დაშნა კაცები (გუნდური), T -16, ნახევარფინალები, მესამე ადგილისათვის ბრძოლა და ფინალური შეხვედრა.
ხმალი ქალები (გუნდური), T -16, ნახევარფინალები, მესამე ადგილისათვის ბრძოლა და ფინალური შეხვედრა.
დახურვის ცერემონია.









