15 და 18 ნოემბერს ბრაზილიის ნაკრები ამხანაგურ მატჩებს სენეგალისა და ტუნისის ნაკრებების წინააღმდეგ ჩაატარებს.
ბრაზილიელთა მთავარმა მწვრთნელმა კარლო ანჩელოტიმ იმ ფეხბურთელთა სია დაასახელა, რომლებიც ამ მატჩებში მიიღებენ მონაწილეობას, ცნობილია, რომ ნეიმარი კვლავ ნაკრებს მიღმა დარჩა.
ამის გამო, ანჩელოტიმ კრიტიკა დაიმსახურა. ბრაზილიელები თვლიან, რომ ნეიმარს შანსი ამხანაგურ მატჩებში მაინც უნდა მიეცეს.
"რატომ არ ვიძახებ ნეიმარს ნაკრებში? - როცა ის სრულად ჯანმრთელია და მზადაა, საჭირო ფეხბურთელია, თუმცა ახლა მინდა მოთამაშეები, რომლებიც ფიზიკურად კარგად არიან მომზადებული", - განაცხადა ანჩელოტიმ.
33 წლის ნეიმარი ტრავმირებული იყო და მოედანზე ახლახანს დაბრუნდა. მოგეხსენებათ, ის სანტოსის ფეხბურთელია.









