აკვა აერობიკის ეფექტიანობის შესახებ, LaGazzetta.ge-სთან ინტერვიუში Axis Towers Wellness Center-ის აკვა აერობიკის მწვრთნელმა, მარიშკა ხვადაგიანმა ისაუბრა:
- რას მოიცავს აკვა აერობიკა და რა კომპონენტებს აუმჯობესებს?
- აკვა აერობიკა ანუ წყლის აერობიკა ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და გამორჩეული კომპლექსური ვარჯიშია, რომელიც აერთიანებს ვარჯიშის ყველა ელემენტს. ის ეფექტიანია და გვეხმარება, როგორც წონის კორექციაში ასევე ქალებისთვის ყველაზე გავრცელებული პრობლემის - ცელულიტის შემცირებაში ( წყლის დახმარებით).
- რამდენ ხანში მიიღწევა შედეგი?

- შედეგი ინდივიდუალურია, თუმცა ცნობილი ფაქტია, რომ სხეულის ფორმაში მოსაყვანად ჯანსაღ კვებასთან ერთად აუცილებელია დისციპლინა და რეგულარული ვარჯიში კვირაში 2-3-ჯერ მაინც.
- აკვა აერობიკა ძირითადად ვისზეა გათვლილი?
- აკვა აერობიკა რეკომენდებულია მათთვის ვისაც აწუხებს ხერხემლის პრობლემები, სქოლიოზი, თიაქარი, ვარიკოზული ვენები და სხვა მრავალი პრობლემა, რომლის ზოგჯერ აღმოფხვრა და ხშირ შემთხვევაში გაუმჯობესებაც კი შესაძლებელია. ხმელეთზე ვარჯიშისგან განსხვავებით მინდა აღვნიშნო ის ფაქტი, რომ ვარჯიშის დროს ფაქტობრივად შეუძლებელია ე.წ ტრავმის მიღება. აგრეთვე იდეალურია ორსულებისთვის.
- რა ასაკიდან არის რეკომენდებული აკვა აერობიკის ვარჯიშები?
- ვარჯიშები რეკომენდებულია 13 წლიდან ზემოთ.
- ძირითადად რომელი სეგმენტია დაინტერესებული აკვა აერობიკით?
- აკვა აერობიკის ინტერესი ბოლო რამდენიმე წელია ძალიან აქტუალურია, განსაკუთრებით საშუალო ასაკის ქალბატონებში და ორსულებში.
- აკვა აერობიკა რამდენად ხშირად გამოიყენება წონაში კლებისთვის?
- აკვა აერობიკა და ზოგადად წყალი იდეალურად მოქმედებს ორგანიზმზე. ის არამხოლოდ წონის კლებისთვისაა კარგი, არამედ ერთგვარი რელაქსანტია სხეულისა და გონების (სწორედ ეს გამოარჩევს მას სხვა ვარჯიშებისგან) ფაქტობრივად არ არსებობს ვარჯიშის ბევრი ანალოგი, სადაც სხეული დაბალანსებულ დატვირთვასთან ერთად განტვირთვასაც იღებდეს.
- რა კომპონენტებია გასათვალისწინებელი აკვა აერობიკის დაწყებამდე?
- აკვა აერობიკის დაწყებამდე აუცილებელია ჯანმრთელობის კონტროლი, რომელიც უნდა იყოს ნორმის ფარგლებში, რათა ორგანიზმს ხელი არ შეეშალოს და არ მოხდეს რაიმე პროცესის გაღვივება.

- ამ ყველაფრის გათვალისწინებით, რას ურჩევთ აუდიტორიას სად ივარჯიშონ აკვა აერობიკაზე?
- Axis Towers Wellness Center-ი იდეალური სივრცეა, როგორც სავარჯიშოდ ასევე დასასვენებლად. ჩვენი აკვა ფიტნესი გამორჩეული და მრავალფეროვანია თავისი აერობული თუ ძალისმიერი ვარჯიშებით, ამიტომ სრული პასუხისმგებლობით შემიძლია გირჩიოთ, აქსისის ულამაზესი აუზის სივრცე.
- რას ეტყვით აუდიტორიას, რატომ არის ვარჯიში მნიშვნელოვანი?
- ვარჯიში პირველ რიგში მნიშვნელოვანია ჩვენი მენტალური მდგომარეობისთვის. უნდა გვახსოვდეს, რომ მთავარია გონების სიმშვიდე და მხოლოდ შემდგომ ვიზუალური ფორმები და სილამაზე.













