გარეთ ბეილი უფრო და უფრო ხშირად ჩნდება ტელესივრცეში ექსპერტის ამპლუაში. ვეტერანმა გარემარბმა განიხილა არაერთი საკითხი, მათ შორის ლივერპულისა და მო სალაჰის კონტრაქტის გარშემო არსებული სიტუაცია. შეგახსენებთ, რამდენიმე დღის წინ, აფრიკელმა ფორვარდმა განაცხადა, რომ უფრო მეტად არის მოსალოდნელი "წითლებიდან" მისი წასვლა, ვიდრე კლუბში დარჩენა.
ბეილი: სიმართლე გითხრათ, მგონია, რომ სალაჰი ხელოვნურად ჰქმნის დაძაბულობას იმისთვის, რომ ლივერპულისგან მეტი ფული მიიღოს.
ფერდინანდი: შენ თავადაც აკეთებდი ამას?
ბეილი: დიახ, ვაკეთებდი.
შეგახსენებთ, რომ ეგვიპტელი თავდამსხმელის მომავალი ახლაც ბურუსით არის მოცული. მის სახელს ბარსელონას, პარის სენ-ჟერმენსა და საუდის არაბეთის კლუბებს უკავშირებენ. აქვე დავამატებთ იმასაც, რომ მისი მოქმედი კონტრაქტი მიმდინარე სეზონის ბოლომდე არის გათვლილი.