რამდენიმე წუთის წინ კვიპროსში მიმდინარე ევრობასკეტის C ჯგუფის მატჩი დასრულდა. საქართველოს ნაკრებმა ჯგუფური ეპატის ბოლო შეხვედრა ბოსნია და ჰერცევროგოვინასთან გამართა და 84:76 წააგო.
პირველი მეოთხედი ჩვენი გუნდისთვის სასურველი შედეგით ვერ დასრულდა, ბოსნიელებმა 20:15 მოიგეს, პირველი ტაიმი კი კიდევ უფრო დიდი სხვაობით, 47:35 დასრულდა. მესამე მეოთხედი ქართველების აქტიურობით წარიმართა, მაგრამ მეტოქე კვლავ იგებდა - 67:60, ბოლო მეოთხედში ქართველებმა სხვაობის შემცირება გააგრძელეს, მეტოქეს პერიმეტრიდან სროლები აღარ წაუვიდა, სამქულიანით კამარ ბოლდუინმა ანგარიში გაათანაბრა 69:69. ბოსნიელებმა კვალვ მოახერხეს დაწინაურება და საბოლოოდ 84:76 გაიმარჯვეს.
ქართველთაგან ყველაზე შედეგიანი იყო სანდრო მამუკელაშვილი - 20 ქულა, 8 მოხსნა, 1 შედეგიანი გადაცემა,18 ქულა ჰქონდა კამარ ბოლდუინი, 15 ქულა კი გოგა ბითაძემ მიითვალა.
შეგახსენებთ, საქართველოს ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატი სენსაციური გამარჯვებით დაიწყო, ესპანეთს 83:69 მოუგო. ხმაურიანი სტარტის შემდეგ, ჩვენმა გუნდმა იტალიასთან 78:62 და საბერძნეთთან 53:94 წააგო. კვიპროსს კი დიდი სხვაობით, 61:93 მოუგო.
საქართველოს ნაკრების ოფიციალური შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატზე:
რატი ანდრონიკაშვილი, კამარ ბოლდუინი, გიორგი ოჩხიკიძე, კახა ჯინჭარაძე, დუდა სანაძე, ალექსანდრე ფევაძე, თორნიკე შენგელია, სანდრო მამუკელაშვილი, ბექა ბურჯანაძე, გიორგი კორსანტია, გოგა ბითაძე, გიორგი შერმადინი.
შეგახსენებთ, საქართველოს ნაკრები ჩვენი ქვეყნის ისტორიაში ზედიზედ, მეექვსე ევრობასკეტზე ასპარეზობს. თბილისში გამართულ ჯგუფურ ეტაპზე, 2022 წელს აღნიშნულ ტურნირზე ჩვენმა გუნდმა ჯგუფიდან გასვლა ვერ შეძლო.
დღეს C ჯგუფის კიდევ 2 მატჩი გამართება, იტალია - კვიპროსი 19:15 საათზე დაიწყება, ესპანეთი - საბერძნეთის მატჩი 22:30 საათზეა ჩანიშნული.
იმ შემთხვევაში თუ ესაპანეთი წააგებს ჩვენ გუნდს ჯგუფიდან გასვლა შეუძლია, საქართველო და ესპანეთი ჯგუფურ ეტაპს ორ-ორი მოგებით დაასრულებენ, ურთიერთშეხვედრაში ნაჩვენები უკეთესი შედეგის გათვალისწინებით, მეოთხე ადგილს ჩვენი გუნდი დაიკავებს და პლეი-ოფში გავა.
პლეი-ოფში C ჯგუფის მეოთხეადგილოსანი D ჯგუფის გამარჯვებულს შეხვდება, მესამეადგილოსანი - მეორე ადგილზე გასულს, მეორე-მესამეს, გამარჯვებული - მეოთხეს.
D ჯგუფში ისრაელი, პოლონეთი, საფრანგეთი, ბელგია სლოვენია, ისლანდია ასპარეზობს. მე-3 - მე-4 ადგილზე გასვლის შემთხვევაში საქართველოს სავარაუდო მეტოქე პოლონეთი ან საფრანგეთია, ყველაფერი მომდევნო თამაშებზეა დამოკიდებული.
პლეი-ოფის მატჩები 6 და 7 სექტემბერს რიგაში გაიმართება.
ევრობასკეტი 2025 ოთხ ქვეყანაში – ლატვიაში, ფინეთში, პოლონეთსა და კვიპროსში ტარდება. აღნიშნულ ქვეყნებში ტურნირის თითო ჯგუფი 6 ნაკრების შემადგენლობით ასპარეზობს და 4 საუკეთესოს დღეს გამოვლინდებას. ჯგუფებიდან ჯამში გასული 16 ნაკრები მეორე ეტაპს პლეი-ოფს ლატვიის დედაქალაქ რიგაში ჩაატარებს, სადაც კონტინენტის ჩემპიონის ვინაობა გაირკვევა.









