საქართველოს რაგბის ნაკრებმა მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე მორიგი სატესტო მატჩი ტონგას წინააღმდეგ ჩაატარა.
პირველი უქულო ტაიმის შემდეგ, მეორე ნახევარში საქართველო გააქტიურდა. ლელოების ანგარიში თოდუამ საწყის წუთებზე გახსნა, რასაც მატკავას გარდასახვა მოჰყვა.
თოდუას ლელოს შემდეგ, "ბორჯღალოსნებმა" კიდევ ორი ლელო დადეს და საბოლოოდ მეტოქე 22:7 დაამარცხეს.
რამდენიმე დღის წინ, საქართველოს ნაკრები სტუმრად იტალიასთან დამარცხდა. ამ მატჩით საქართველოს რაგბის ნაკრებისთვის 2024 წლის სეზონი დასრულებულია.