უკვე გადაწყვეტილია, რომ იტალიელი სპეციალისტი კარლო ანჩელოტი ამ სეზონის დასრულების შემდეგ, ბრაზილიის ნაკრების მთავარი მწვრთნელი იქნება.
5-გზის მსოფლიო ჩემპიონ ნაკრებში ანჩელოტის მიზანი ერთია - 2026 წლის მუნდიალის ტრიუმფით დასრულება, რაზე მუშაობაც უკვე დაწყებულია.
ანჩელოტის პირადი საუბარი ჰქონდა ლეგენდარულ რიკარდო კაკასთან. კარლოს სურს, რომ კაკა მის სამწვრთნელო შტაბში იყოს და ამაზე მოლაპარაკებები მიმდინარეობს.
ამასთან ერთად, ანჩელოტის მთავარი მოთხოვნა ნაკრების 2 ვარსკვლავის - კაზემიროსა და ნეიმარის დაბრუნებაა. ბოლო პერიოდში, სათამაშო ფორმიდან გამომდინარე, ნაკრებში მათ ბევრი თამაში არ ჰქონიათ.
ანჩელოტი კი გეგმავს, რომ კაზემირო და ნეიმარი ჩვეულ კონდიციებში დააბრუნოს და გუნდი მათ გარშემო ააწყოს.









