ბარსელონას ყოფილმა ცენტრალურმა მცველმა, ჟერარდ პიკემ ისაუბრა პარის სენ-ჟერმენის შანსებზე ჩემპიონთა ლიგაზე. ვეტერანი ფეხბურთელი თვლის, რომ მადრიდის რეალის შემდეგ, მთავარი ფავორიტი სწორედ პსჟ არის. შეგახსენებთ, რომ ჩემპიონთა ლიგის 1/4 ფინალში ფრანგული კლუბის მეტოქე ბირმინგემის ასტონ ვილა იქნება.
"მიმაჩნია, რომ ჩემპიონთა ლიგის ფავორიტად რჩება რეალი, რომლის მთავარი კონკურენტი პარის სენ-ჟერმენი იქნება. არ მეგონა, რომ ისინი ლივერპულთან მოგებას შეძლებდნენ. ენრიკე არის შესანიშნავი სპეციალისტი, რომლის ხელმძღვანელობით თამაშის ბედნიერება 3 წლის მანძილზე მქონდა. ის უმაღლესი დონის დამრიგებელია.
ლუისმა ზუსტად იცის, თუ რა უნდა მას თავისი შეგირდებისგან. უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ფეხბურთელები მის დავალებებს ძალიან კარგად ასრულებენ. პსჟ-ს დამრიგებელს აქვს საკმარისი დრო იმისთვის, რომ სასურველი გუნდი ააშენოს", - განაცხადა ყოფილმა ესპანელმა უკანახაზელმა.