იური სიომინმა ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ ისაუბრა. ვეტერან მწვრთნელს სხვადასხვა დროს უმუშავია არაერთ გამორჩეულ ფეხბურთელთან, მათ შორის ანდრეი შევჩენკოსთანაც, მაგრამ რუსი დამრიგებელი თავის საუკეთესო შეგირდად ქართველ ვინგერს მიიჩნევს.
"კვარაცხელია უძლიერესი ფეხბურთელია, რომელთანაც მიმუშავია. დიახ, დინამოში ყოფნის დროს ჩემი შეგირდი იყო შევჩენკოც, რომელმაც თავის დროზე მოიგო ოქროს ბურთი, მაგრამ ჩემს საუკეთესო შეგირდად ხვიჩას ვთვლი. თავისი მაღალი კლასი მან პარის სენ-ჟერმენშიც დაამტკიცა. ის სხვა ნებისმიერ გრანდშიც შეძლებდა თამაშს.
ქართველი გარემარბი იტანს გოლებს, აკეთებს საგოლე გადაცემებს და დაცვასაც ეხმარება - ასეთი ფეხბურთელი ნებისმიერ გუნდს მოერგება. მას, ვინც აკრიტიკებს ნაპოლის ყოფილ ლიდერს პსჟ-ში გადასვლის გამო, ფეხბურთი არ ესმის", - განაცხადა მოსკოვის ლოკომოტივის ყოფილმა დამრიგებელმა.