იბერია კონფერენს ლიგას დაემშვიდობა. მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე საქართველოს მოქმედი ჩემპიონი ლევადიას დაუპირისპირდა და ორი მატჩის ჯამში 3:2 დამარცხდა.
მატჩის შემდეგ კომენტარი იბერიას ფეხბურთელებმა გურამ გოშთელიანმა და გიორგი ტაბატაძემ გააკეთეს.
გურამ გოშთელიანი: "ძალიან დიდ პასუხსიმგებლობას ვგრძნობ ჩემი კლუბისა და ხალხის წინაშე. ჩემი ოცნებაა, რომ ევროტურნირებზე გავიდე. ამაზე ყოველდღე და ყოველღამე ვფიქრობ. სხვანაირად შეუძლებელია - დღეს იქნება თუ ხვალ, ამ ოცნებას მაინც ავისრულებ. უფრო მეტი მონდომება და შრომისმოყვარეობა გვჭირდება.
ვერ ვიტყვი, რომ ვინმემ თავდადება და მონდომება დააკლო. ბევრი მომენტები გვქონდა, მაგრამ ვერ გამოვიყენეთ. კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ ვგრძნობთ ამ პასუხისმგებლობას და კრიტიკასაც მივიღებთ"
გიორგი ტაბატაძე: "საკმაოდ რთული თამაში იყო. ყველაფერი ვცადეთ და გავაკეთეთ. ამ თამაშის მოგება თავისუფლად შეიძლებოდა, თუმცა სამწუხაროდ, ვერ შევძელით. ვეცდებით, შეცდომები გამოვასწოროთ და მომავალში უფრო ძლიერები დავბრუნდეთ"









